დიზაინერმა შექმნა მაისური, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთვალყურეობის სისტემებს ატყუებს

ციფრული კამუფლაჟი

გერმანელმა დიზაინერმა სიმონ ვეკერტმა შექმნა ჭრელი, ფერადი მაისური სახელწოდებით „Digital Camouflage“, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მიერ ადამიანის ამოცნობის ბლოკირებაა.

დიზაინერმა ეს სამოსი ბერლინში დაგეგმილი სიახლის საპასუხოდ შექმნა, სადაც კოტბუსერ ტორის მოედანზე ვიდეოკამერებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას იწყებენ.

სპეციალური ფერებისა და ორნამენტების კომბინაციით შექმნილი სამოსი ობიექტების ამოცნობის ალგორითმს აბნევს, რის გამოც სისტემა მოძრავ ადამიანს ობიექტად ვეღარ აღიქვამს.

"AI სისტემები მრავალშრიანია და მათ წარმოდგენა არ აქვთ, სინამდვილეში რა არის ადამიანი. მათ მხოლოდ ის იციან, თუ როგორ გამოიყურება იგი მილიონობით ფოტოს სტატისტიკური ანალიზით. საწყის შრეებზე ალგორითმი მხოლოდ ხაზებს, კონტრასტებსა და ტექსტურას ხედავს, ხოლო სიღრმეში - კონკრეტულ დეტალებს: თავ-მხრების სილუეტს, სხეულის პროპორციებსა და კონტურებს. ტექნოლოგიისთვის "ადამიანი" მხოლოდ ვიზუალური მონაცემების ერთობლიობაა, რაც მისი მთავარი სუსტი მხარეა." - აცხადებს დიზაინერი.

ვეკერტის განმარტებით, სამოსზე არსებული მკვეთრი ფერები და ფორმები არღვევს სხეულის კონტურებს, რის გამოც დეტექტორი ვერ ახერხებს ვიზუალური ნაწილების ერთ სხეულად აწყობას. შედეგად, ადამიანის თვალისთვის ეს უბრალოდ ჰიპნოტიკური პრინტია, ხოლო ხელოვნური ინტელექტისთვის - არაფერი.

დიზაინერმა მაისურის პრინტი თავად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სპეციალური ციკლური ტესტირების (Adversarial Loop) მეთოდით შექმნა. გამოსახულება მანამდე კორექტირდებოდა, სანამ AI სისტემამ ადამიანის ამოცნობა სრულად არ შეწყვიტა.

პროდუქტის ტესტირება რეალური დროის ობიექტების ამოცნობის პოპულარულ ღია სისტემა YOLO-ზე განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172