იაპონური შავი ძმრის საიდუმლო, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს

კუროზუ

იაპონიის სამხრეთით, ფუკუიამას რეგიონში, პატარა ქალაქი, სახელად კირიშიმა მდებარეობს, სადაც ორ საუკუნეზე მეტია, უნიკალური შავი ძმარი - კუროზუ მზადდება. უზარმაზარი შავი თიხის ქოთნებში მოთავსებული კუროზუს ფერმენტირებას დაახლოებით 5 წელი ჭირდება. რა თქმა უნდა, ძმრის დამზადების ხანგრძლივობა მის ფასზე აისახება.

საინტერესოა, რაში მდგომარეობს კუროზუს უნიკალურობა 

კუროზუ მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან (ყავისფერი ბრინჯი, სოკოს ფერმენტი - კოძი და წყაროს წყალი) მზადდება, თუმცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ობის სოკო არავის უყვარს, მაგრამ როდესაც საქმე Aspergillus oryzae -ს (კოძის) ეხება, ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ობის სოკო ტრადიციული იაპონური სამზარეულოს საფუძველია. კულინარიის სფეროში დამსახურების გამო ის 2006 წელს „იაპონიის ეროვნულ სოკოდ“ გამოაცხადეს.

კუროზუს გარდა, კოძი ქარვისფერი ბრინჯის ძმრის მთავარი ინგრედიენტიცაა, რომელსაც 200 წელია, კაგოშიმას პრეფექტურაში ამზადებენ.

რატომ შეარქვეს კუროზუს შავი ძმარი?

სახელი კუროზუ იაპონურად „შავ ძმარს“ ნიშნავს, რაც მისი მუქი შეფერილობის დამსახურებაა. ძმარს ძალიან რბილი, მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, რაც ყველაზე უგემურ კერძსაც განუმეორებელს ხდის, თუმცა ძმრის მთავარი ღირსება მისი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედებაა. უძველესი დროიდან დღემდე კუროზუზე მოთხოვნა სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების დროს იზრდებოდა.

შავი ძმრის წარმოება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოთმინებასა და მონდომებას მოითხოვს. დუღილის დასრულების შემდეგ ძმარს ექვსი თვით აძველებენ, შემდეგ ზედაპირიდან ნარჩენებს აშორებენ და სამი წლით მოსამწიფებლად ტოვებენ. ამ დროის განმავლობაში კუროზუს ფერი უფრო მუქი, ხოლო გემო უფრო მკვეთრი და ღრმა ხდება.

ბრინჯის ძმრის დამზადება გაცილებით მარტივია. თავდაპირველად, ინგრედიენტებს ერთმანეთში ურევენ, შემდეგ სპეციალური ბაქტერიები ალკოჰოლს ძმრის ძირითად კომპონენტად - ძმარმჟავად გარდაქმნიან. როგორც იცით, ძმრის სახეობების უმეტესობა ქარხანაში მზადდება, სადაც საწარმოო პროცესებს მანქანები აკონტროლებენ.

კირიშიმაში კი მანქანები საჭირო არ არის, რადგან ყველაფერს ბუნება აკეთებს. კუროზუს მომზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მზე, სითბო და მთის ანკარა წყაროს წყალი.

ძმრის მომზადების სეზონი ტრადიციულად, აპრილში იწყება. ნედლეულის ერთმანეთში შერევის შემდეგ ნაზავს ობის სოკოს ამატებენ და ქოთნებს ლუქავენ. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ შეიძლება ქილებიდან ბუყბუყის ხმა გაიგოთ. სამი თვის შემდეგ კი კუროზუს ზედაპირული ფენა ჭურჭლის ფსკერზე ეშვება და ძმრის სპეციფიკური სუნი ჩნდება, რაც პროცესის დასრულებაზე და სითხის კუროზუდ ქცევაზე მიუთითებს.

კუროზუს ოსტატები ქოთნების შიგთავსს ყოველდღიურად ამოწმებენ და აგემოვნებენ. ოსტატები ქოთნების შიგთავსს ბამბუკის ჯოხით ურევენ, რაც ჟანგბადით გაჯერებასა და ალკოჰოლის ძმრად გარდაქმნაში ეხმარება.

კუროზუს იდეალურ ტემპერატურაზე შენარჩუნებისთვის შექმნილი შავი ქოთნები ორი საუკუნეა, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქსტატი.PNG
საგანგაშო სტატისტიკა - 2023 წელს საქართველოში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა და 40 214 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოში 4...

საზოგადოება 1711622640

ფოტ
კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ... – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს...

სპორტი 1711622040

გია ხუხაშვილი
"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა..." - გია ხუხაშვილი

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა, “შეტენა” რა მას მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. ფრაზა “ივანიშვილის ხელმძღვანელობით სულიერად გადარჩენა” ამ ვირეშმაკების პირიდან, თითქოს განადიდებ...

სოცმედია 1711621560

ბუდანოვი
“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711620740

სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000

ქუთაისის მერია
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ენმ" გაუქმდა - წასულებმა "პროგრესი" დააარსეს და "ახალს" უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახე...

პოლიტიკა 1711618503