კაცი 8 ცოლით - "ჩემს საძინებელში ცოლები დადგენილი გრაფიკით შემოდიან"
ეს საინტერესოა • 1643802136

ტაილანდელი მამაკაცი, რომელსაც რვა ცოლი ჰყავს, მსოფლიოს ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლოს უმხელს. ის ქორწინებაზე საკუთარ შეხედულებებზეც საუბრობს
ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
ონგ დამ სოროტი მხატვარი და სვირინგების სპეციალისტია. ის პირველ ცოლს მეგობრის ქორწილში შეხვდა. მან ქალს ხელი მალევე სთხოვა და ისინი დაქორწინდნენ.
მალევე ის კიდევ ერთ მომხიბვლელ ქალს შეხვდა და მისი გაცნობა მოუნდა. მალევე ტაილანდელ მამაკაცს, ახალი ნაცნობის ცოლად მოყვანა მოუნდა და ეს საკითხი პირველ ცოლთან განიხილა, პირველი ცოლი იმ პირობით დათანხმდა, რომ ახალ ნაცნობს სახლში მიიყვანდა მის გასაცნობად. შედეგად ქალებს ერთმანეთი მოეწონათ და მხატვარმა კიდევ ერთი ქორწილი გადაიხადა.
მესამე ცოლი საავადმყოფოში გაიცნო. სადაც სამი, იქაც ექვსიო იფიქრა ტაილანდელმა და კიდევ სამი ცოლი მოიყვანა, ეს უკანასკნელები ინტერნეტის საშუალებით აღმოაჩინა - Facebook-ზე, Tiktok-სა და Instagram-ზე. მეშვიდე ცოლს ტაძარში შეხვდა, მერვე კი ოთხ ცოლთან ერთად შვებულების გატარებისას გაიცნო. კაცს ერთი შვილი ჰყავს პირველი ცოლისგან და კიდევ ორი ცოლი ფეხმძიმედაა.
ცოლები ოთხ ოთახში ცხოვრობენ, ორნი თითო ოთახში. მათ ქმრის საძინებელში დროის გატარების გრაფიკი აქვთ, რომელიც მათ ერთად შეადგინეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752731329

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...
პოლიტიკა • 1752731154

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572