კაცი, რომლის გაყინული ცხედარი გამოქვაბულში იპოვეს, 47 წლის შემდეგ ამოიცნეს
ეს საინტერესოა • 1725418916
კაცი, რომლის გაყინული ცხედარი პენსილვანიის გამოქვაბულში 1977 წელს იპოვეს, თითქმის ხუთი ათწლეულის შემდეგ ამოიცნეს.
ბერკსის ოლქის კორონერის ოფისის განცხადებით, დაღუპული 27 წლის ნიკოლას პოლ გრაბსია, რომელიც პენსილვანიის ფორტ ვაშინგტონიდან იყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ე.წ. Pinnacle Man-ის იდენტიფიკაცია მას შემდეგ მოხერხდა, რაც გრაბის თითის ანაბეჭდები დაადარეს.
გრაბის ცხედარი გაყინული იპოვეს გამოქვაბულში, რომელიც პატარა ქალაქ ოლბანიში მდებარეობდა. პირველადი გამოძიებით, დადგინა, რომ "Pinnacle Man" ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ვარაუდები გამორიცხა.
ცხედრისგან სტომატოლოგიური ჩანაწერები და თითის ანაბეჭდები აიღეს, თუმცა კავშირი ვერ იპოვეს. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ აგვისტოში, პენსილვანიის პოლიციის დეტექტივმა გრაბის ანაბეჭდებს მიაგნო, რის შემდეგაც ისინი გადაეცა NamUs-ს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთან ეროვნულ ბაზას, და FBI-მ გრაბის ვინაობის დადგენა ერთ საათზე ნაკლებ დროში შეძლო.
კორონერის ოფისში განაცხადეს, რომ ეს აღმოჩენა ხაზს უსვამს "საკმაო ძალისხმევას", რომელიც უცნობი ცხედრების იდენტიფიცირებისთვის არის გაწეული. მათივე ინფორმაციით, ბოლო 15 წლის განმავლობაში კაცის ცხედარი წარუმატებლად შეადარეს დაახლოებით 10 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს და 2019 წელს ცხედრის ექსჰუმაცია დნმ-ისთვისაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
გრაბი, რომელსაც ოჯახში ნიკის ეძახდნენ, პენსილვანიის სახელმწიფო გვარდიის არმიაში მსახურობდა და საპატიოდ 1971 წელს გათავისუფლდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, მისი ოჯახი ცხედრის იდენტიფიკაციისთვის "ძალიან მადლიერია".
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...
პოლიტიკა • 1768929961
მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...
პოლიტიკა • 1768929890
პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...
პოლიტიკა • 1768929773
ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...
პოლიტიკა • 1768927049











