ხვალ, 8 დეკემბერს მისტიკური დღეა - 10 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ
ეს საინტერესოა • 1670406518 5991

ასტროლოგების თქმით, ხვალ, 8 დეკემბერს სავსებთვარეობაა, ამ წლის ყველაზე მისტიკური დღე. ასტროლოგები ასევე ასახელებენ იმ 10 რამეს, რისი გაკეთებაც სასტიკად აკრძალულია ხვალინდელ დღეს.
ურთიერთობების გარკვევა
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სავსემთვარეობის დროს გაზრდილ ენერგიასა და მოტივაციას გრძნობენ, ამ დღეს კონფლიქტების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ამიტომაც, ჯობს, თუ ურთიერთობების გარკვევას, პარტნიორთან დალაპარაკებას გეგმავთ, მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
ასტროლოგების თქმით, სავსემთვარეობის დროს სერიოზული საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. მეტიც, სპეციალისტები ამბობენ, რომ სავსე მთვარის დღეს გაფორმებული საქორწინო წინადადებები თუ სხვა საქმეები ხანმოკლე და წარუმატებელია.
ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება
ხშირად აღნიშნავენ, რომ მთვარის ფაზები ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. სავსემთვარეობის დროს ჯობს, არ დაგეგმოთ სერიოზული ოპერაციები და სხვადასხვა ჩარევა. განსაკუთრებით მოერიდეთ ალკოჰოლსა და მავნე ნივთიერებებს.
თმის შეჭრა, შეღებვა
სილამაზის სალონები მთვარის კალენდარს ხშირად იყენებენ და მთავარ რეკომენდაციებს იცავენ. ასტროლოგების თქმით, სავსე მთვარის დღეს ჯობს, სტილისტთან ვიზიტისგან თავი შეიკავოთ, არ შეიჭრათ თმა, არ შეიღებოთ და არც სხვა ტიპის პროცედურა ჩაიტაროთ. ხალხური სიბრძნის თანახმად, ამ დღეს თმის მოწესრიგების პარალელურად, ადამიანის გონებაში ნეგატიური აზრები და ემოციები დაისადგურებს.
კოსმეტოლოგთან ვიზიტი
თუ შესაძლებლობა გაქვთ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი შემდეგი დღეებისთვის გადადეთ, რადგანაც სავსემთვარეობის დროს მომატებული მგრძნობელობაა და შესაძლოა, ნებისმიერი ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდეს, გაგიჩნდეთ გამონაყარი თუ სხვა დაზიანება.
სახლის საფუძვლიანად დასუფთავება
სავსე მთვარის დროს ითვლება, რომ ყველაფერი არაორგანიზებული და ქაოტურია. ამიტომაც, ამ დღეს დრო მშვიდად ყოფნას დაუთმეთ და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ.
ფულის სესხება
სავსემთვარეობის დროს ფულის სესხება, გასესხება, ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, შესყიდვები წარუმატებელია და მომავალში მოგებას არ მოგიტანთ.
მცენარეების დარგვა
მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანახმად, ასტროლოგები ამბობენ, რომ მცენარეების დარგვა სავსე მთვარის დროს რეკომენდებული არ არის. ამისთვის შესანიშნავი პერიოდი მზარდი მთვარეა.
სამოგზაუროდ წასვლა
ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარის დროს შორ მანძილზე მოგზაურობა, ტრანსპორტით გადაადგილება არ დაგეგმოთ. მათივე თქმით, ამ დღეს გზებზე მოძრაობები შეფერხებულია და უფრო ხშირად ხდება ავარიები, ვიდრე სხვა დღეებში.
ფანჯრის ღია მდგომარეობაში დატოვებაეს კიდევ ერთი რწმენაა, რომლისაც ბევრი წლის წინ ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ. მათი თქმით, მთვარის ენერგია ქალის სილამაზეს იპარავდა. ამიტომაც, ამ დღეს ფანჯარას აუცილებლად ხურავდნენ და სქელ ფარდას აფარებდნენ.

მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მე-17 სართული“ საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილის თქმით, ბევრი მიდის თბილისიდან, რადგან დედაქალაქში ძალიან დიდ სტრესს იღებენ. „გადაცემაში რომ...
საზოგადოება • 1675009825

"საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბილბაოში ისაუბრა, სადაც ქართულ...
პოლიტიკა • 1675009264

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „იდიოტოკრატია…..1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურან...
სოცმედია • 1675009092

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმა...
პოლიტიკა • 1675008860

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1675005551

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...
პოლიტიკა • 1675005476