კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები

იღბლიანი

არსებობს კვირის „კარგი“ და „ცუდი“ დღეები, ამიტომაც, რაღაც გაგებით,  „იღბლიანის“ ან „უიღბლოს“ ნიშნებით ვიბადებით. ამას გარდა, თითოეულ დღეს თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს.

ორშაბათი

ორშაბათი ბედნიერ დღედ ითვლება. ამბობენ, რომ კვირის პირველ დღეს დაბადებულ ბავშვებს ხანგრძლივი ცხოვრება და წარმატება ელოდებათ. რაც თავად ორშაბათს შეეხება, ის „მძიმე დღედ“ კი ითვლება, მაგრამ სინამდვილეში იდეალურია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად.

ღმერთმა სამყაროს შექმნა ორშაბათს დაიწყო, ასე რომ, თამამად დაიწყეთ ნებისმიერი პროექტი - ყველაფერი გამოვა!

სამშაბათი

კვირის მეორე დღე უბედურად ითვლება, ამიტომაც სამშაბათს დაბადებულ ადამიანებს იშვიათად ეწვევათ ხოლმე შემთხვევითი იღბალი. ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევენ, და ზოგჯერ ეს ძალიან უჭირთ.

ასევე არ არის რეკომენდებული რამე სერიოზული სამუშაოს დაწყება სამშაბათს. სწორედ თვის ყოველ მეორე სამშაბათს კომპანია Microsoft გამოსწორების სამშაბათს უწოდებს და თავის პროგრამებს განაახლებს. სისტემური ადმინისტრატორები მას ხუმრობით შავ სამშაბათს უწოდებენ.

ოთხშაბათი

ამბობენ, რომ ოთხშაბათს დაბადებული ბავშვები ჯანმრთელები და წარმატებულები იქნებიან. ხოლო ბავშვი, რომელიც ამ დღეს თავის პირველ ნაბიჯს დგამს, მდიდარი და ბედნიერი იქნება.

ეს კარგი დღეა ნებისმიერი საწყისისა და მოგზაურობებისთვის.

ხუთშაბათი

ხუთშაბათი იღბლიან დღედ ითვლება. რწმუნების თანახმად, ამ დღეს დაბადებულს ბედნიერი ცხოვრება და წარმატება ელოდება.

ძველ დროს სწორედ ხუთშაბათს იწყებდნენ მუშაობას მინდორში, ამიტომაც დღესაც არსებობს რწმენა, რომ ეს დღე იდეალურია თესვისა და დაქორწინებისთვის.

პარასკევი

პარასკევი ერთ-ერთ ყველაზე უბედურ დღედ ითვლება. კვირის ამ დღეს არ არის რეკომენდებული რომელიმე პროექტის ან სხვა რამის დაწყება. ასევე, სასურველია, პარასკევს თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან, რადგანაც უბედური შემთხვევის ალბათობა დიდია.

შაბათი

ამბობენ, რომ შაბათს დაბადებული ბავშვი არაჩვეულებრივი იქნება: ძალიან შემოქმედებითი, კრეატიული, ნიჭიერი და წინასწარმეტყველება შეეძლება.

ზოგიერთ ქვეყანაში შაბათს დაბადებულ ადამიანებს შაბათს არქმევენ. ისინი ნებისმიერი გათვალვისა და ბოროტი ძალისგან დაცულად ითვლებიან. ასევე, ისინი საგანძურის მოძებნის უნარს ფლობენ, რადგანაც სიმდიდრე და წარმატება უწერიათ.

კვირა

კვირა- დასვენების დღეა. ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, ხოლო მეშვიდე დღეს დასვენება და თავისი შრომის ნაყოფით ტკბობა გადაწყვიტა.

ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყოველთვის გაუმართლებს, და თანაც- ამისთვის ბევრი მუშაობა არ დასჭირდება. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: „მისთვის ყოველი დღე კვირას ჰგავს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200