ლედი დის საფლავის სკანდალური ამბავი სამეფო კარზე - მოგონილი ანდერძი და ფინანსური სარგებელი?
ეს საინტერესოა • 1788170400
იპოვის თუ არა „ხალხის პრინცესა“ ოდესმე სიმშვიდეს? - უცხოურ მედიაში პრინცესა დიანას ნეშტის შესაძლო გადასვენებაზე მორიგი სკანდალური ცნობები ვრცელდება.
29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრინცესა დიანა მისი საგვარეულო მამულის, ალთორპ ჰაუსის (Althorp House) ტერიტორიაზე მდებარე პატარა კუნძულზე დაკრძალეს. თუმცა „ხალხის დედოფალი“ სიმშვიდეს ვერ პოულობს - მისი მემკვიდრეობის გამო მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობს. ეს უთანხმოება, რაც ყველაზე გასაკვირია, მის საყვარელ ვაჟებს - უილიამსა და ჰარის (- შორის გრძელდება.
სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარის, რომელიც მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა, თითქოს დედის უკანასკნელი ანდერძი აქვს. დოკუმენტის მიხედვით, დიანას სურდა, ამერიკაში დაეკრძალათ - მის საოცნებო ქვეყანაში, სადაც მან ოდესღაც მცირე ხნით თავისუფლება იპოვა, მეფე ჩარლზისა და სამეფო კარისგან შორს.
ტაბლოიდების ცნობით, ეს გეგმა იდეალურად ჯდება მეგანის ინტერესებში, რომელიც დიანას შესახებ Netflix-ის დოკუმენტურ პროექტზე მუშაობს. ფილმის ჩვენება, სავარაუდოდ, მომავალ წელს, დიანას გარდაცვალების 30-ე წლისთავზე იგეგმება.
ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ მეგანი მილიონიანი ბიზნესის შექმნასაც გეგმავს: იგი ჰარის გრძნობებით მანიპულირებს და სწორედ მან მიაწოდა იდეა, რომ დიანას ნეშტი ამერიკაში გადაასვენონ. ჩანაფიქრის მიხედვით, მონტეციტოში დიანას მემორიალური ადგილი უნდა მოეწყოს შესასვლელი ბილეთებითა და სუვენირების მაღაზიით, რაც დიდ მოგებასა და პოპულარობას მოიტანს.
აღნიშნულმა ცნობებმა უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ დიანას ხსოვნით სპეკულირებასა და მის კომერციულად გამოყენებას. უილიამის პოზიციით, დიანა საკუთარ კუნძულზე უნდა დარჩეს, რათა სამუდამო სიმშვიდე შეინარჩუნოს.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










