მამაკაცმა შეიძლება თაიგული კი არა, სამზარეულოს აქსესუარები გაჩუქოთ - რას პირდება ნოემბრის ასტროპროგნოზი მარტოხელებს

პაემანი

ნოემბერში სიყვარულის პლანეტა ვენერა მკაცრ და სერიოზულ თხის რქაშია. საინტერესოა, როგორ აისახება ეს ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი

დატვირთული ხართ სამსახურის საქმეებითა და ვალდებულებებით და პირადი ცხოვრებისთვის არ გცალიათ. ვენერა კი პრაქტიკულ და სერიოზულ თხის რქაშია და ახალგაცნობილმა მამაკაცმა შეიძლება თაიგული კი არა, სამზარეულოს აქსესუარები. 20 ნოემბრის შემდეგ დაელოდეთ ვნებიან პაემნებს.

რჩევა: თქვენნაირ თავქარიან და ვნებიან პარტნიორს კი არა, სერიოზულსა და დინჯს უნდა ეძებდეთ.

კურო

გამოჩნდებიან მამაკაცები, რომელთანაც მარტივად გამონახავთ საერთო ენას და ერთად შეადგენთ სამომავლო გეგმას. ხანმოკლე ფლირტები განწყობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ.

რჩევა: ადამიანთან კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი. მამაკაცი, ვისთანაც დაძაბულობასა ანდა უნდობლობას გრძნობთ, თქვენი არაა.

ტყუპი

არასერიოზულად დაწყებული ურთიერთობა ისე შეგცვლით, რომ გათხოვებასაც კი იფიქრებთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.

რჩევა: ნუ შეუშინდებით საკუთარ გრძნობებს. ნუ შეეცდებით დისტანციის დაცვას.

კირჩხიბი

ნაცნობობა და ახალი ურთიერთობის დაწყება შეიძლება არც კი მოგინდეთ. უმჯობესია, საკუთარ თავში, სურვილებში გაერკვეთ.

რჩევა: დამკვირვებლის პოზიცია შეინარჩუნეთ, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭშიც ძალიან ღრმად ნუ ჩაიკეტებით.

ლომი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველა ყოფილი ნოემბერში გამოგეცხადებათ. ხანდახან შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეთ. ჩამოწერეთ პაემნების გრაფიკი.

რჩევა: გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ. დაემშვიდობეთ წარსულს და შეეგებეთ მომავალს.

ქალწული

ახალგაცნობილი სიმპათიას გამოავლენს თქვენ მიმართ და მიხვდებით, რომ ის ისაა, ვისაც ამდენი ხანი ელოდით. თუმცა, მთლად ბრმადაც ნუ ენდობით.

რჩევა: დააკვირდით ახალი თაყვანისმცემლის საქციელს და არა სიტყვებს. სწორედ ის გამოავლენს ადამიანის ნამდვილ სახეს.

სასწორი

ახლა სტატუსის შეცვლის დრო არაა. ვენერა მკაცრ თხის რქაში რაციონალურობისკენ გიბიძგებთ.

რჩევა: ნუ მოიწყენთ, გამოიყენეთ ეს დრო კარიერული წინსვლისთვის, კეთილდღეობის ახალი ფუნდამენტის ჩასაყრელად.

მორიელი

რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კარგი ბიჭები "დამთავრდნენ". ამოისუნთქეთ, მომდევნო თვეში პოზიტიური ცვლილებები გელით.

რჩევა: შეიცვალეთ იმიჯი, სამსახური, საცხოვრებელი, დაიწყეთ ახლის შესწავლა.

მშვილდოსანი

ყველა გამვლელ მამაკაცს ეფლირტავებით. ყველას თანხმდებით პაემანზე. ეს გამხიარულებთ, თუ დრო გაგყავთ?..

რჩევა: დაფიქრდით, ვინ არის თქვენი რომანის გმირი. ვინ ჩაიდენს თქვენთვის გმირობას, თუნდაც ღამის ორ საათზე ნაყინის საჭმელად კაფეში წასვლას?..

თხის რქა

ვარსკვლავები ყველა სურვილის ასრულებას გპირდებიან. მთავარია, მოინდომოთ. იყავით მეტად რომანტიკული.

რჩევა: თუ ახალგაცნობილი ადამიანი მოგწონთ და სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობთ, უარი არ თქვათ.

მერწყული

თვის დასაწყისში სრულიად გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ნისლი შედარებით გაიფანტება 20 რიცხვიდან. გამოგიჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები, მიხვდებით, რომ მამაკაცები გაფასებენ.

რჩევა: ახლა გათვლის დრო არაა, იმოქმედეთ ექსპრომტად.

თევზები

ნამდვილი სიყვარული თქვენ გვერდითაა. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები და ბედს დაელოდოთ. თავად შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა და ოფისშიც კი მდიდრულად ჩაცმულმა იმუშავეთ.

რჩევა: ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა ასიამოვნოთ. მამაკაცები კი ყურადღების გარეშე არ დაგტოვებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვილი სანიოლი
ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა, პენალტის დარტყმას დიდი "კვერცხები" სჭირდება" - სანიოლი

ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა! ფრანგმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ერთი ფეხბურთელი გამოყო. "ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და...

სპორტი 1711613639

ანდრონოვი
"ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე

ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი ქომაგია და ქართველი ხალხის მეგობარიც გახლავთ, საქართველოს ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „საქართველოს გაუმარჯ...

სპორტი 1711613413

კაპელო
„ვულოცავ საქართველოს, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია“ - ფაბიო კაპელო

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო ეხმაურება. „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა რუსულ Sport Express-თან მცირე კომენტა...

სპორტი 1711613154

რუსული ციხე
„უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი კვირაა არ მიუციათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი“ - ადვოკატი პატიმარზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზაზა ჩაფიძის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი, რომელიც ამავდროულად მისი ადვოკატია ამბობს, რომ პატიმარს ორი კვირაა, საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიან. კაცი  ქუთაისის №2 პენი...

საზოგადოება 1711608780

ხვიჩა კვარაცხელია
„გიჟური ტრაილერი თბილისში“ - გერმანული მედია

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ გადასარევ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნ...

სპორტი 1711608240

სანქციები
"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა" - ზახაროვა

"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა...

მსოფლიო 1711606740