მიჩიგანში მშობლებს 7 წლის შვილის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, რომელიც 115 კილოგრამს იწონიდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა
ეს საინტერესოა • 1782488851
მიჩიგანის შტატში, „წარმოუდგენელი და საშინელი უგულებელყოფის“ გამო, მშობლებს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში, ბავშვზე ძალადობასა და წამებაში ედებათ. 40 წლის დემიენ ო’ბრაიენისა და 41 წლის ჯესიკა ო’ბრაიენის 7 წლის შვილი, კასპერი, გულის დაავადებით გარდაიცვალა. ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია და ექიმთანაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი. ამის შესახებ nypost-ი წერს.
გარდაცვალების მომენტში 7 წლის კასპერი სულ რაღაც 127 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და 115 კილოგრამს (255 ფუნტს) იწონიდა. ცნობისთვის, ამ ასაკისა და სიმაღლის ბავშვისთვის ნორმალური წონა 22-დან 33 კილომდეა.
ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გულის დაავადება (დილატაციური კარდიომიოპათია) და მორბიდული (პათოლოგიური) სიმსუქნე გახდა. პროკურორის განცხადებით, მამას კარგი სამსახური ჰქონდა და ოჯახს ჯანმრთელობის დაზღვევაც გააჩნდა, თუმცა ბავშვი პედიატრთან არასდროს მიუყვანიათ.
პოლიციამ სახლში, რომელიც ნივთებით გადატვირთული და უკიდურესად ანტისანიტარიული იყო (ე.წ. ნივთების პათოლოგიური დაგროვება - hoarding), კასპერის 5 წლის დაც იპოვა. პროკურორის თქმით, ეს ბავშვები სახელმწიფოსთვის საერთოდ არ არსებობდნენ - ისინი არც სკოლაში დადიოდნენ და არც სოციალურ სამსახურს ჰქონია მათზე რაიმე ინფორმაცია.
„ეს არის ბავშვის სასტიკი და უკიდურესი ტანჯვა. ჩემთვის ეს არის მიზანმიმართული და ბოროტი დანაშაული, რაც მეორე ხარისხის მკვლელობას უთანაბრდება“, - აცხადებს პროკურორი დევიდ ლეიტონი.
მშობლები ამჟამად გირაოს უფლების გარეშე, პატიმრობაში იმყოფებიან. სასამართლო პროცესი ივლისში გაგრძელდება.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











