მილიარდერები, რომელთა ავტომობილებიც მათ ფინანსურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება
ეს საინტერესოა • 1684870200 554

სიმდიდრე ხშირ შემთხვევაში ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა, არსებობენ მილიარდერები, რომლებიც Lamborghini-ს, Rolls-Royce-ს ან Bentley-ს, "ჩვეულებრივ" ავტომობილებს ამჯობინებენ
1. ჯეფ ბეზოსი - Honda Accord
ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. Forbes მის ქონებას 131 მილიარდ დოლარად აფასებს, თუმცა წლებია მილიარდერი 1996 წლის Honda Accord-ით გადაადგილდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბეზოსის ავტოფარეხში ადგილი Lamborghini Veneno, Bugatti Veyron Mansory და Pininfarina Sergio - თვისაც გამოინახა. სხვათა შორის, ამერიკელი მილიარდერის ოცნება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა. შარშან ბეზოსის მიერ დაფინანსებულმა სტარტაპმა Alto Labs, რომლის მიზანიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა, ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.
2. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი - Toyota Prius
ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი საძიებო სისტემა Google-ის დამფუძნებლები არიან. პეიჯის ქონება 67,1, ხოლო ბრინის ქონება 68 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესპარტნიორებს პირადი მოხმარებისთვის ერთი და იგივე - Toyota Prius -ის მოდელის მანქანები ჰყავთ. ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართულები სივრცის შემსწავლელი კომპანიების საქმიანობაში, “მფრინავი მანქანების“ და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების შექმნაში.
3. მარკ ცუკერბერგი - Honda Fit
მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელია. Forbes-ი მის ქონებას 104 მილიარდ დოლარად აფასებს. მარკი, ძირითადად, Honda Fit-ით გადაადგილდება, თუმცა მის ავტოფარეხში Volkswagen Golf GTI და Acura TSX შეგიძლიათ ნახოთ.
4. ილონ მასკი - Tesla Model S
ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი როგორც საკუთარი ბიზნესის ნამდვილი მხარდამჭერი, Tesla Model S -ის მარკის ავტომობილს მართავს. Forbes მის ქონებას 185 მილიარდ დოლარად აფასებს. მილიარდერის ავტოფარეხში Tesla Model X და Tesla Model 3 ავტომობილებსაც ნახავთ.
5. ბილ გეითსი - Porsche 959
ბილ გეითსი Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. Forbes მის ქონებას 119,1 მილიარდ დოლარად აფასებს. ბიზნესმენს ავტომობილებში ყველაზე მეტად პორშე მოსწონს და ამ მანქანების დიდი კოლექცია აქვს. კოლექციაში ყველაზე გამორჩეულია სპორტული მანქანა Porsche 959.

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...
საზოგადოება • 1685467022

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818