მიშას მოგზაურობა სუსის თვალწინ - როგორ მუშაობს ,,ქართული ოცნების" უშიშროება

მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც ხელისუფლება არჩევნების გზით ,,ქართულ ოცნებას" გადააბარა და საქართველო დატოვა, ქვეყანაში დაბრუნების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, რომელსაც ,,ოცნების" ხელისუფლება სარკაზმით და ქილიკით ეკიდებოდა, თუმცა ,,მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილის მონათხრობიდან გარკვევით იკვეთება, რომ ის რასაც ამბობდა ამის შესრულების მცდელობაც ჰქონდა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში ჩამოსვლისგან თავი რამდენჯერმე შეიკავა.

,,ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ. იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის".

რამდენიმეწლიანი მზადების და თავშეკავების შემდეგ კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნება საბოლოოდ გადაწყვიტა და დაბრუნდა კიდევაც, თუმცა რომ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები და ვიდეომასალა, მისი ჩამოსვლა ქართველი ხალხისთვისაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვისაც შეუმჩნეველი დარჩებოდა, არადა ეს ის დეპარტამენტია, რომელიც ქართველ ხალხს ტოტალურად უსმენს და თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი დეტალურად აქვს შესწავლილი, რაც რამდენიმე ხნის წინ, სუს-იდან გამოჟონილი ეგრეთ წოდებულმა კრებსებმა დაადასტურა, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიას თუ კარგად გადავხედავთ, საქართველოს საზღვრის შეუმჩნევლად გადმოკვეთა სულაც არაა შეუძლებელი და ამის ნათელი დადასტურება ჩეჩნეთის მოქალაქის აჰმედ ჩატაევის შეუმჩნევლად შემოსვლაა, რომელიც 2017 წელს, ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნული შემთხვევიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა და თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს, სასაზღვრო ზოლი იმაზე უკეთ უნდა გაეკონტროლებინა, ვიდრე ამას 2017 წლამდე ახდენდა, მაგრამ ეს ვარაუდები და მოლოდინები 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიმსხვრა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დილა მშვიდობისა საქართველოდან მოგვილოცა და რამდენიმე წუთში მის ,,facebook" - გვერდზე ბათუმში გადაღებული ვიდეოები აიტვირთა. ქართული მხარის მიერ, სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში რამდენიმე დღე ისე იმოგზაურა, რომ ამის შესახებ არავის გაუგია და მთელი ამ დროის განმავლობაში ,,ქართული ოცნების' მესვეურები, იმის მტკიცებით იყვნენ დაკავებულები, რომ მიშა საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, არადა გაბედა, თანაც ისე გაბედა, რომ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა შემოიარა და სახელმწიფო უწყებების წინ სელფიც გადაიღო. 

,,ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი".

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამჟამად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873