რა გელით 2022 წლის აგვისტოში ჩინური ჰოროსკოპით

ეს საინტერესოა 1659554823    6552

ასტრო ჩინური

ვირთხა

(დაბადების წლები: 2008, 1996, 1984, 1972, 1960, 1948, 1936)

აგვისტოში ფრთხილად უნდა იყოთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე ყურადღებით იყავით ფინანსურ სექტორში, რადგან ზარალის ალბათობა არსებობს. იზრუნეთ თქვენს ინვესტიციებზე, წინასწარ აიღეთ ფული მომსახურებისა და პროდუქტისთვის, შეამოწმეთ და შეასწორეთ ხელშეკრულებები. ამ შემთხვევაში დახმარებას ახალი მეგობრებისგან იგრძნობთ.

ხარი 

(2009, 1997, 1985, 1973, 1961, 1949, 1937)

აგვისტოში ხარები განსაკუთრებული მოვლენების მოლოდინში არიან. ასტროლოგების თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენი სანუკვარი ოცნება ან დიდი ხნის სურვილი ახდეს. შეგიძლიათ იყოთ ყურადღების ცენტრში, გახდეთ უფრო პოპულარული. მაგრამ, სავარაუდოდ, თქვენი ბედნიერების საიდუმლოდ შენახვა მოგინდებათ, რათა ინტრიგის მსხვერპლი არ გახდეთ. გრძელი, საკმაოდ დამღლელი და სტრესული გზა გაიარეთ და ახლა დროა, რომ შრომის შედეგი დაინახოთ.

ვეფხვი

(2010, 1998, 1986, 1974, 1962, 1950, 1938)

აგვისტოში ზოგიერთ ვეფხვს სამოგზაუროდ წასვლა სურს, ზოგს კი ჯანმრთელობის გაუმჯობესება უნდა. ამისათვის ხელსაყრელი პერიოდია. დაკავდით სპორტით და იყავით აქტიური. განსაკუთრებული წარმატება ელის მათ, ვინც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა. ხოლო თუ უძრავი ქონების ძიებით ხართ დაკავებული, ესეც წარმატებით დაგვირგვინდება.

კურდღელი

(2011, 1999, 1987, 1975, 1963, 1951, 1939)

კურდღლებისთვის აგვისტოში პარტნიორობის საკითხი მნიშვნელოვანი იქნება - როგორც ბიზნესში, ასევე სასიყვარულო სფეროში. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიღოთ. უარი არ თქვათ, რადგანაც სიტუაციის მართვასა და პროცესის გაკონტროლებას შეძლებთ. გაქვთ ყველა შანსი, რომ ყურადღების ცენტრში იყოთ და გახდეთ ლიდერი. გარდა ამისა, შესაძლოა აგვისტოში თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანს შეხვდეთ და ყველაზე გულწრფელი სიყვარული გეწვიოთ.

დრაკონი

(2012, 2000, 1988, 1976, 1964, 1952, 1940)

აგვისტოში დრაკონებმა გამბედაობა და სიმამაცე უნდა გამოიჩინონ - იყავით აქტიურები, თუმცა ზომიერება არ დაგავიწყდეთ. განსაკუთრებით კი ფინანსების სფეროში. ამ თვეში შესაძლოა დიდი ხარჯი შეგხვდეთ და დაუგეგმავად დაგჭირდეთ ფული, ამიტომაც წინასწარ მზად იყავით. ასევე, აგვისტოში დროა, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ.

გველი

(2013, 2001, 1989, 1977, 1965, 1953, 1941)

აგვისტოში ფინანსურ საკითხებში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გაქვთ. მაგრამ ფრთხილად იყავით, ჯერ კიდევ არსებობს დაუგეგმავი ხარჯების რისკი. დროა, ბიუჯეტის განაწილების საკითხზე უფრო სერიოზულად დაფიქრდეთ. გარდა ამისა, შესაძლოა წამოიწყოთ ახალი საქმე, ჩაერთოთ რაიმე ბიზნესში და დამატებით კიდევ გამოიმუშავოთ თანხა.

ცხენი

(2014, 2002, 1990, 1978, 1966, 1954, 1942)

აგვისტოში ცხენის წელში დაბადებულებს მოგზაურობა ელით. გარდა ამისა, დიდი შანსია, მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობდით. ამ თვეში თქვენი გეგმები იდეალურად წავა და ყველაფერი გამოგივათ. იმოქმედეთ, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა გელით როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.

თხა

(2015, 2003, 1991, 1979, 1967, 1955, 1943)

აგვისტოში ძალებითა და ენერგიით სავსე იქნებით. ოჯახში სიმშვიდე, ბედნიერება და ჰარმონია დაისადგურებს. ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეხვდნენ საინტერესო პიროვნებას, ხოლო უკვე წყვილში მყოფებს შეუძლიათ, ურთიერთობის ახალ ეტაპს დაელოდნონ. ასევე, აგვისტოში შვებულებაში წასვლის, საყვარელ ადამიანებთან და ნათესავებთან ერთად გართობის დროა.

მაიმუნი

(2016, 2004, 1992, 1980, 1968, 1956, 1944)

მაიმუნის წელში დაბადებულმა ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ. გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა შეიძლება თქვენი გეგმები შეცვალოს. უფრთხილდით თაღლითებს, ნუ ენდობით უცნობებს. აგვისტოში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ და სასურველია, სარეზერვო გეგმაც გქონდეთ. გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინტერიერის განახლება გადაწყვიტოთ და რემონტის გაკეთება დაიწყოთ.

მამალი

(2017, 2005, 1993, 1981, 1969, 1957, 1945)

აგვისტოში მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს მნიშვნელოვანი სიახლეები ელით, რომლებიც მათ ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის. ჩათვალეთ, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში ერთი პერიოდი მთავრდება და ახალი იწყება. ეს ფინანსებთან და მოგზაურობასთან იქნება დაკავშირებული. არის შანსი, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა სწავლა, პროფესიის შეცვლა ან ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტოს. ნებისმიერ შემთხვევაში, აგვისტო თქვენთან მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს.

ძაღლი

(2018, 2006, 1994, 1982, 1970, 1958, 1946)

აგვისტოში მზად უნდა იყოთ, რადგანაც შესაძლოა სერიოზული კონფლიქტი შეგხვდეთ და საკუთარი ინეტერესების დაცვა მოგიწიოთ. იყავით ფრთხილად, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და უაზრო კამათსა და დისკუსიაში ნუ ჩაერთვებით. ეს მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ.

ღორი

(2019, 2007, 1995, 1983, 1971, 1959, 1947)

ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს საინტერესო მოგზაურობა ელით, ასევე ახალი შესაძლებლობები თვითგანვითარებისთვის. მიიღებთ ისეთ სიახლეებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად - ეს ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს და უამრავ ბედნიერ მოგონებას დაგიტოვებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919