რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში დაბადების თარიღი და რა მოვალეობა უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ბედნიერი იყოს - "ნიუპოსტის" ინტერვიუ ეზოთერიკოს ლამზირა ხაჭაპურიძესთან

ეს საინტერესოა 1652444040    1549

ლამზირა ხაჭაპურიძე

 

დაბადების თარიღის როლი ადამიანთა ცხოვრებაში და თითოეული ადამიანის გენეალოგიური მოვალეობა  რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. 

რატომ არ არიან ადამიანები ბედნიერები და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ და კომფორტულად ვიცხოვროთ - "ნიუპოსტის" ამ კითხვებს ფსიქოლოგი ,გენეტიკისა და გენეალოგიის სპეციალისტი,
ნუმეროლოგი, ასტროლოგი, ეზოთერიკოსი ლამზირა ხაჭაპურიძე პასუხობს.

იგი ცოტა ხნის ჩამოვიდა პეტერბურგიდან საქართველოში და მოღვაწეობას საკუთარ სამშობლოში აგრძელებს:

საქართველოში დავბრუნდი 2017 წელს. განათლება მიღებული მაქვს პეტერბურგში, ფსიქოლოგიიდან ასტროლოგიამდე. მე ჩემ თავს დავარქმევდი ოჯახის ფსიქოლოგს, ასტროლოგს. ენერგეტიკები ისტორიები, გენეტიკა. ვემსახურები იმას, რომ ოჯახებში დალაგდეს ყველაფერი და იყოს სიყვარული.

ასტროლოგი ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი ოჯახი მიმართავს. იგი აღნიშნავს, რომ ფეისბუქში აქვს ჯგუფი „ფესვები“, სადაც იმართება ონლაინ შეხვედრები, კონსულტაციები და სემინარები:

მე მაქვს ჯგუფი ფესვები „ფესვები“, რომელიც დიდი ხანია შევქმენი, ეს ჩემთვის იყო იმპულსი, როგორ შემეძლო ადამიანების დახმარება. მე ჩემი საავტორო კურსებიც მაქვს. პირველი ასეთი იყო "წაიკითხე შენი ბედი". მრავალი მიმართულება, რაც შევისწავლე და გამოვიდა იმის სინთეზი, თუ როგორი პროგრამებია ჩადებული დაბადების დღეში, წელიწადში და აი ეს ნუმეროლოგიური გამოთვლები, ასტროლოგიური ასპექტები მნიშვნელოვანია. ასტროლოგია უმაღლესი მეცნიერებაა, რომელიც ხნის მიწიერ პროგრამებს, ადამიანი ინტერესიანი უნდა იყოს.

გავხდი საგვარეულოს სპეციალისტი, რაც ჩემმა პირადმა ტრაგედიამ განაპირობა. ეს შესწავლილი მაქვს მრავალი მეთოდით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ზოდიაქოს დავალება გვაქვს. გრძნობები ტრანზიტით გადადიან თაობიდან თაობაზე.

გარკვეულ ასაკამდე თავადაც არეული ვიყავი, შემდეგ ერთდროულად ჩაირთო კარმა. მე საქართველოში ჩემ საქმეს ვემსახურები, ვაგრძელებ მოღვაწეობას, ვეხმარები მათ, განვიხილავთ ერთად თემებს, გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრაც ამ მეთოდებით ძალიან მარტივია. ვემსახურები ამ ღერძს, მე დავალება ზოდიაქოთი ასეთი მაქვს, გენეტიკა, ისტორია, გენეალოგია, საგვარეულო, ოჯახი. რა დავალებაც გვაქვს იქ არის ჩვენი ინტერესი. სულ გამოკვლევებში ვარ.

რა გავლენა აქვს დაბადების თარიღს ადამიანის ცხოვრებაში?

ადამიანის დაბადების წელი, თვე და რიცხვი ის მიმართულება და ის ღერძია, რომელშიც ყველაფერია ჩადებული. ჩვენ ჩვენს საგვარეულოში დავიბადეთ. ჩვენ ხომ 12 თვე გვაქვს, 12 მოციქული, 12 ზოდიაქო, დაბადების თარიღი განაპირობებს იმას, რა პროგრამა არის მის საგვარეულოში, რა უნდა გააკეთოს მან, რა დაავალა მას საგვარეულომ. რით უნდა დავუბრუნოთ მათ მადლიერება, რომ სიცოცხლე გვაჩუქეს. რა უნდა დავუბრუნოთ მათ, მადლიერების ნიშნად, ეს ჩადებულია დაბადების თვეში.

ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სოციალური დავალება. ჩვენ რეალობაში 90% საერთოდ აცდენილია ღერძს. ვინც თავის საგვარეულო ამოცანას და ღერძს არის აცდენილი, ის ვერ იქნება ბედნიერი. ან თუ ბედნიერი იქნება ეს ბედნიერება ძალიან მყიფეა. ხშირად ვამბობ, ჩვენ თავს უნდა გავეპრანჭოთ შიგნიდან, ეს უფრო უყვარს ღმერთს.

ჩვენ კარმულ დავალებას გრძნობს ადამიანი, ათასობით კონსულტაცია მაქვს ჩატარებული, ნუმეროლოგიით, ასტროლოგიით,  ღერძებით. ადამიანი თავის დავალებას გრძნობს, თუმცა ზოგი დათრგუნულია ოჯახის წევრების მიერ. ადამიანებში ეს ყველაფერი უნდა გაღვივდეს.

ვინ ინტერესედება ამ საკითხებით?

ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ საკითხებით, ყველაზე მეტად ახალგაზრდები. არის სინასტრიული ამოცანები, ანუ რას გააკეთებს ორი ადამიანი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, სად არის კარმა, როგორ უნდა გადავამუშავოთ თუ კარმული პარტნიორი მოვიდა. ხშირად ამ თემებზე მაქვს ლექციები ჩემ სამუშაო ჯგუფში „ფესვები“ .

მე ჩემ ღერძზე ვდგავარ, ამიტომ ჩემი ქვეყანა მე მეხმარება. მე როცა ჩემ ღერძზე ვარ უკვე საოცრებები ხდება.

ეს საკითხები ყველაზე მეტად აინტერესებთ ემიგრანტებს. ემიგრანტები მოწყვეტილნი არიან სამშობლოს, როცა ადამიანი რაღაცას კარგავს, მერე იწყებს იმის დაფასებას. ჩემი ბევრი მოსწავლე ემიგრანტია. ბევრი მათგანი დალაგდა საკუთარ ოჯახში.

მე ქალებთან, ოჯახებთან ვმუშაობ, ქალი როგორც მთვარე, გრძნობები და ემოცია. თუ ქალი უსაფრთხოებას ვერ გრძნობს ოჯახში, ის ეძებს გზებს. თუ ქალი უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს მამაკაციც აჯანყებულია. ასეთი მამაკაცი ხშირად ლოთობს, ქალები კი ოჯახისგან თავის გარიდების მიზნით ემიგრაციაში მიდიან. ოჯახებში ძალადობაა, მამაკაცები ვერ გვყავს აღზრდილი. ხელახლა დასაბადები და აღსაზრდელები არია. მათ არ იციან ქალს როგორ უნდა მოუარონ, საერთოდ ვინ არის ქალი. ქალის ენერგიაზე აკეთებს მამაკაცი ყველაფერს, თუ ქალს არ მოუარა რას ააშენებს. ქალი მთავარი ღერძია, ყველაფერია.

რა მნიშვნელობა აქვს ასტროლოგიურ რუკას ადამიანის ცხოვრებაში?

ასტროლოგიური რუკა ისეთი ინსტრუმენტია, ამით ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გაცნობას. იქ არის ღერძები, კონვერტები, რუკაში ისეთი ქმედებები მიმდინარეობს, ეს არის სცენა, სადაც თამაშდება ადამიანის ბედი. მე პირადად ჩემი რუკა ახლა მეხსნება ეს ისეთი პროცესია.

ჩვენ ჩვენ თავს უნდა მივცეთ უფლება, რომ ვიყოთ ბედნიერება. ჩვენთან ხალხს უყვარს, როცა ვიღაცას უბედურს ხედავს. ეს შაბლონები უნდა დაინგრეს. მშობლებიც ისე არიან შვილებზე ჩაჭიდებული საკუთარი თავი არ ახსოვთ. ნუ ხართ მშობლებო შვილებზე ჩაჭიდებული, დაანებეთ მათ თავი და ისინი იპოვიან თავიანთ გზას.

მშობელი უნდა იყოს ბედნიერი, რათა შვილმაც იპოვოს ბედნიერება. საქართველოში ადამიანებმა მეტისმეტი იციან. ის რაც ჩვენთან ხდება, არც ერთ ქვეყანაში არ არის. თუნდაც გლოვა და შავების ჩაცმა. ცოტა გავფერადდეთ, ეს რეალობა უნდა შევცვალოთ.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ახალ პერიოდში აუცილებლად დავლაგდებით. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ. ყველაფრის არსი და აზრი უნდა გავიგოთ, უნდა გავიგოთ, რისთვის მოვედით. ჩვენ გვეშინია სიკვდილის და ვერ ვიღებთ ამას, როგორც ფაქტს. ეს ჩვენი სირბილიც აქედანაა გამოწვეული. თუ კი საკუთარ თავში დავბრუნდებით, ძალიან მოგვეწონა, საკუთარ თავში ყოფნა, ცხოვრება, საკუთარი თავის პოვნა ძალიან კომფორტულია. ჩვენ გვჭირდება ცოდნა. ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს მისწრაფება: რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა ვიყო ბედნიერი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115