რა უნდა გავითვალისწინოთ და რას ვუფრთხილდეთ აგვისტოში - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

რამაზ გიგაური

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან:

ინგრესია:
* 5 აგვისტო > ვენერა ქალწულის ზოდიაქოში
* 15 აგვისტო > მერკური ლომის ზოდიაქოში (რეტროგრადულად)
* 22 აგვისტო > მზე ქალწულის ზოდიაქოში
* 29 აგვისტო > ვენერა სასწორის ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები:
* 5 აგვისტო < რეტროგრადული მერკური (ქალწულის მე-5 გრადუსიდან)
* 29 აგვისტო > დირექტიული მერკური (ლომის 22-ე გრადუსიდან) 

 


* ახალმთვარეობა – 4 აგვისტო (15:14 საათზე)
* სავსემთვარეობა – 19 აგვისტო (22:25 საათზე)

აგვისტო – მართალია შედარებით უფრო შენელებულ ტემპში, მაგრამ მაინც გააგრძელებს ივლისის ნეგატიურ ტენდენციებს. დასაწყისი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება და ეს შეეხება არა მხოლოდ იმ ადგილებს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებები მიმდინარეობს, არამედ საერთოდ, ყველაფერს. დამუხრუჭდება ბევრი პროცესი და ურთიერთობა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს და მოიმატოს დაპირისპირების ალბათობამ. ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და საბუთების გაფორმებასთან, ასევე რაიმეს ყიდვასთან ან შესყიდვებთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია გართულებები. გაიზრდება დანაკარგების ალბათობა. ამაზე მიანიშნებს მერკურის რეტროგრადულობის წინა ფაზა. მერკური რეტროგრადული 5 აგვისტოს გახდება და ეს 29 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს მიანიშნებს, რომ თითქმის მთელი აგვისტო შეთანხმებების მიღწევისთვის კუთხით იოლი არ იქნება.
მითუმეტეს, რომ 4 აგვისტოს დაფიქსირდება ახალმთვარეობა, რაც საშუალებას შექმნის, რომ ადამიანებმა შეაჯამონ გასული ერთი თვის შედეგები და მომავალი დაგეგმონ. უნდა ითქვას, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს ამბიციური მიზნების დასახვასა და გაბედულ მოქმედებებზე გადასვლას. გარდა ამისა, ეს პერიოდი სასიკეთო იქნება დასვენებისთვის და ივლისში მიღებული „შოკებისგან“ გათავისუფლებისთვის.

5 აგვისტოს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა – ვენერა ქალწულში გადაინაცვლებს და იქ 29 აგვისტომდე დარჩება. ეს ზუსტად ემთხვევა რეტროგრადული მერკურის ფაზას, რაც მიანიშნებს, რომ ადამიანები სიყვარულში ანგარიშიანები, პრაქტიკულები და პრაგმატულები გახდებიან. შესაძლოა ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებაში თავი იჩინონ დაგროვილმა პრობლემებმა და მის მოსაგვარებლად კომპრომისზე წასვლა და დათმობა გახდეს საჭირო.

აგვისტოს მეორე დეკადა მოვლენებით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ამაზე მიანიშნებს ტყუპის ნიშანში მარსი-იუპიტერის შეერთება (და მათი ნეგატიური ასპექტში სატურნთან). ამ პერიოდში შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებების არეალი გაიზარდოს (როგორც უკრაინასა და რუსეთში, ისე ახლო აღმოსავლეთში). გარდა ამისა, არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებში ვიხილოთ სამთავრობო ცვლილებები და ახალი მიმართულებების გააქტიურება. ინდივიდუალურ დონეზე ეს სასიკეთო პერიოდი იქნება მიზნებსა და გეგმებში ცვლილებების შესატანად. თუმცა ცვლილებები პირად ცხოვრებაში შესაძლოა მთლად ეფექტიანი ვერ გამოდგეს, ამიტომ რეკომენდებულია საკუთარი ძალისხმევის საქმიანი ცხოვრებისკენ მიმართვა.

აგვისტოს მეორე დეკადა მერკურის ე. წ. „მარყუჟის“ პერიოდია, აქედან გამომდინარე 15-22 რიცხვებში, მოიმატებს ავარიული სიტუაციების, ხანძრების და საერთოდ, კატაკლიზმებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს ტექნიკასთან და დანადგარებთან დაკავშირებული საკითხებიც. ამ დროს უფრო სასიკეთო დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა და ფსიქოლოგიური რეგენერაცია იქნება. გაძლიერდება ემოციური ფონი და ნერვული დაძაბულობა, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელი იქნება (მითუმეტეს, რომ ამ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს 19 აგვისტოს სავსემთვარეობა).

22 აგვისტოდან მზე ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს და საერთო სიტუაცია თანდათანობით დამშვიდდება. გაძლიერდება მიწის სტიქია, რაც ადამიანებში გაზრდის პრობლემების რაციონალურად გადაჭრის ალბათობას. აგვისტოს ბოლო კვირაში შესაძლებელია ძველი კავშირების აღდგენა, გეგმების გადაწყობა და გადადებული პროექტების ხელახლა დაწყება.ეს ყველაფერი სასიკეთოდ იმოქმედებს პრობლემების რაციონალურად გადაჭრის კუთხით. მითუმეტეს, რომ 29 აგვისტოდან მერკური დირექტიული გახდება და ყველა ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სხვადასხა მიზეზის გამო დამუხრუჭებული იყო, მათი აქტივაცია კვლავ მოხდება. ეს შეეხება არა მხოლოდ საქმიან, არამედ პირად ცხოვრებასაც, რადგან სწორედ 29 აგვისტოდან ვენერა სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ეს პოზიტიურად იმოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობების აღმოფხვრაზე ან თუნდაც ახალი ურთიერთობების დაწყებაზე. ამ დროიდან შესაძლებელი გახდება ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვა და დაძაბული ურთიერთობების „გადატვირთვაც“ კი. აგვისტოს ბოლო დღეები შესაძლებელია სასიკეთო გამოდგეს ახალი შენაძენებისთვის. ეს ასევე კარგია დროა საკუთარ გარეგნობაში ახალი შტრიხების შესატანად, ვარცხნილობის თუ ჩაცმის სტილის შესაცვლელად და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებების ჩასატარებლად.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...

საზოგადოება 1745762220

აქცია ივანიშვილის სასახლესთან
ვიდეო: აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...

პოლიტიკა 1745757774

ავარია
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...

შემთხვევა 1745757611

რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი
რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...

პოლიტიკა 1745757536

მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 1745756648

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 1745756358