რამდენად წარმატებული იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ეს საინტერესოა 1664478780    8726

გაფრთხილება

ვერძი

2022 წლის ოქტომბერში სავსე მთვარე სწორედ ამ ნიშანში იქნება. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას და ფინანსები არასაჭირო მიმართულებით არ დახარჯოთ. ამის სურვილი ნამდვილად გაგიჩნდებათ, თუმცა თქვენს საქმეებს გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედეთ.

კურო 

ოქტომბერში კუროს ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმართლებს. ახლა არის პერიოდი, როდესაც შეიძენთ იმას, რისი ყიდვაც უკვე დიდი ხანია, ოცნებად გქონდათ და ვერ ახერხებდით. ამაში კი გაზრდილი შემოსავალი დაგეხმარებათ.

ტყუპი

ოქტომბერი ახალ ნაცნობობასა და შეხვედრებს გპირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა კი ეს ახალი შეხვედრები შესაძლოა სამომავლოდ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ აქციონ და ახალი პროექტები წამოიწყონ.

კირჩხიბი

ოქტომბერში შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. მოლაპარაკებების დროს აუცილებელია კომპრომისზე წასვლა. ეს კი ფინანსური საქმეების აღდგენაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ხისტ პოზიციას აირჩევთ, შესაძლოა წარუმატებლობა შეგხვდეთ.

ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ოქტომბერი სურვილებისა და ოცნებების ასრულების თვეა. ყველაფრისთვის გექნებათ თანხა, რაც ადრე გსურდათ, რომ შეგეძინათ, მაგრამ ვერ ახერხებდით. ამიტომაც, თამამად მიეცით საკუთარ თავს უფლება, სასურველი შენაძენი გააკეთოთ.

ქალწული

ოქტომბერში მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდეთ და ყოველი ნაბიჯი ზუსტად განსაზღვროთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და ახალი მიზნები და სურვილები აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე.

სასწორი

ოქტომბერში თქვენი ფინანსური წარმატება მთლიანად თქვენსავე კომუნიკაციის უნარსა და სისხარტეზე იქნება დამოკიდებული. იყავით გამბედავი, უარს ნუ იტყვით საინტერესო შემოთავაზებებზე და სწორად აირჩიეთ ადამიანები, რომლებთან ერთადაც საქმეს გააკეთებთ.

მორიელი

ოქტომბერი მორიელებს ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას მოუტანს. უმჯობესია, ფული არამიზნობრივად არ დახარჯოთ და გარკვეული დანაზოგი გააკეთოთ. შესაძლოა ამ თვეში სამუშაოს შეცვლასა და შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენაზე იფიქროთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის მეორე თვე მშვილდოსნებს აიძულებს, რომ უკვე დაგროვილი ვალდებულებები შეასრულონ და გადასახადებსაც მიხედონ. ამ თვეში ყველა ფინანსური დავალიანების დაფარვა მოგიწევთ და ჯობს, ფულის დაზოგვაზეც იფიქროთ.

თხის რქა

ოქტომბერში თხის რქას მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა ელის და ბიზნესშიც გაუმართლებს. ახლა საოცარ ენერგეტიკულ პოტენციალს გრძნობთ, ეს კი ყველა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ოქტომბერში მოგიწევთ, ბევრ ნაცნობს შეხვდეთ და ახალი საქმიანი კონტრაქტებიც გააფორმოთ. თუმცა, კომუნიკაციისას ფრთხილად იყავით. ასტროლოგების თქმით, ამ თვეში თქვენი მთავარი დევიზია - "ენდე, მაგრამ შეამოწმე!"

თევზები

ოქტომბერში თქვენი ფინანსური წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი კომუნიკაცია გექნებათ დამსაქმებლებთან თუ საქმიან პარტნიორებთან. ნუ იჩქარებთ, კარგად გათვალეთ თითოეული ნაბიჯი და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეჩენი ბლოგერი
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი - რა მოხდა შვედეთში

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერ...

მსოფლიო 1670226522

ტანკერი აფეთქება
დაღუპულია 3 ადამიანი - აფეთქება რუსეთის საწვავის ტანკერზე

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახუ...

მსოფლიო 1670226391

მიხეილ სააკაშვილი
„აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“ - "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას ა...

პოლიტიკა 1670224656

დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936

სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803