რატომ არ შეუძლია ქორწინება და შვილის ყოლა ეზოტერიკოს გოგა მანიას

ეს საინტერესოა 1695499800    1305

გოგა მანია

„თბილისელებმა“ წინასწარმეტყველსა და ეზოტერიკოს გოგა მანიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

"- წინაპარი თუ გყავდა მსგავსი უცნაური ნიჭით?

– სხვათა შორის, მსგავსი ნიჭი ბებიას ჰქონია, დედაჩემის დედას. მე არ ვიცნობდი, თუმცა, ვიცი, რომ, ამ ენერგიებისა და სამყაროსთან ვალდებულებების გამო, დედაჩემი აკვანში მიუტოვებია და სახლიდან წასულა. დედასაც დიდი ძალა ჰქონდა, მთელი დღეები ლოცვებში ატარებდა. სწორედ, დედამ მასწავლა მუხლმოდრეკილი ლოცვა, სანთლის გამოყვანა-გამოძერწვა. სხვათა შორის, თურქეთში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ ცოდნის გაღრმავებასა და გააზრებაში. თვითონაც კი გაოცებული დარჩა, როცა დიდხნიანი მარხვა დავიცავი და ურთულესი გზა გავიარე. ეს იყო სამყაროს გამოცდა, ის მე ჩავაბარე და ჩემი ტანჯვაც დასრულდა. მარხვის დასრულების შემდეგ ხელებზე სიმხურვალის შეგრძნება მქონდა და ზუსტად მაშინ გამომეცხადა ანგელოზი. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ვუდგები და მიხარია, რომ ვინც ჩემთან მოვიდა, ყველას უკეთესობისკენ შეეცვალა ცხოვრება. როცა ადამიანი მეუბნება, მეორედ დავიბადე შენი წყალობითო, მასთან ერთად მეც თავიდან ვიბადები. ბევრ ადამიანთნ მქონია ურთიერთობა, რომლებსაც დაბალვიბრაციული ჯადოს ზემოქმედება აქვთ, ამ ყველაფრის ფონზე კი – ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ფსიქიატრიულში ათავსებენ სამკურნალოდ. თუმცა, ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ზუსტად ათ დღეში, სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან. როცა ჯადოს ზემოქმედებით და მაგიური ჩარევების შედეგად ადამიანის გამოჯანმრთელების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, ასეთებიც ბევრი მომიბრუნებია ამ სამყაროში.

– პირად საუბარში აღნიშნე, პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვსო. რა იგულისხმე?

– დიახ, მე პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვს, არც ცოლისა და არც შვილის ყოლის. ანუ, არ შემიძლია, მყავდეს საყვარელი ადამიანი, ვიქორწინო და მყავდეს შვილი. სამყარო რაღაცას იღებს, რაღაცის სანაცვლოდ. ოღონდ ნურაფერს მკითხავთ. ეს დაფარული თემაა და მეტს ვერ გეტყვით. ზოგადად, ეზოტერიკა ნიშნავს დაფარულს, დახურულს და მეც მარტო ვცხოვრობ."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100