როგორ ითეთრებდნენ კბილებს თამარ მეფის ეპოქაში? - ესმა კუნჭულია წოდორეთში აღმოჩენილი XIII საუკუნის სამაროვანის შესახებ
ეს საინტერესოა • 1790618780
წოდორეთში განხორციელებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ XII-XIII საუკუნეების საქართველოს ყოველდღიურობასა და ჰიგიენის კულტურაზე საინტერესო დეტალები გამოავლინა. აღმოჩენის შესახებ კულტურის კვლევების დოქტორი, “გასტრონომიული მუზეუმის” დამფუძნებელი ესმა კუნჭულია წერს.
„XII-XIII საუკუნის ქართველებს ცირკონები და იმპლანტები არ სჭირდებოდათ.
ამბავი ასეთია: ეს ფოტოები დღეს გადავიღე წოდორეთში… სახლის მშენებლობის დროს ჩვენმა მეზობელმა უცნაური არტეფაქტები იპოვა. მან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არქეოლოგიური კვლევის ჩატარება კომპანია LayerCo-ს სთხოვა.
ჩემი უნიჭიერესი მეგობრის, არქეოლოგიის დოქტორის, ლანა ჩოლოგაურის ხელმძღვანელობით წოდორეთში XIII საუკუნის სამაროვანი აღმოჩნდა. დღეს ჩემი თვალით ვნახე 13 საუკუნის წინანდელი მიწისქვეშა საქართველო. ქრისტიანულ ქვასამარხებში არაფერს ატანდნენ — არც მძივებს, არც იარაღს, თუმცა თვალშისაცემია მიცვალებულთა ქათქათა და საღი კბილები.
ეს ის საქართველოა, ქანანელის „უსწორო კარაბადინით“ რომ ასწავლიდა მოსახლეობას ჰიგიენის წესებს. თამარ მეფის დროიდან კბილის სითეთრისთვის იყენებდნენ:
-
თაბაშირს;
-
მარმარილოს მტვერს;
-
ზღვის წყლის ქაფს;
-
ხორასნიდან იმპორტირებულ წამალ დრაჰმინას;
-
Camphora-ს მცენარის ნაჟურ ქაფურს;
-
არაბულ ყაისუმს — კაიროს აკადემიის აღწერით, აბზინდის ბიძაშვილ მომწარო მცენარეს (ლათინურად იდენტიფიცირდება, როგორც Achillea fragrantissima);
-
ძირას;
-
ალვას;
-
ანდრანულ მარილს — მაღაროებიდან ამოღებულ კრისტალებს, რომლებიც Materia Medica-ში იდენტიფიცირებულია, როგორც Andrani Salt (ზოჰარ ამარის კვლევით, ე.წ. მკვდარი ზღვის სოდომის მთიდან მოზიდული მარილი — კალიუმის სულფატი).
„ყველა დანაყილი და გაცრილი კბილთა შესცხოს და მაგით გასწმედდეს“ (იხ.: ქანანელი, „უსწორო კარაბადინი“).
კბილის სიშავის მოსაშორებლად და ღრძილების ანთებისთვის თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ეპოქაში იყენებდნენ:
-
გაზმაზვის წვენს — პირამიდული კვიპაროსის ნაყოფის გულს (Cupressus sempervirens);
-
ლერწმის ნაცარს;
-
ქოლგოსანთა ანისულს (Pimpinella anisum).
დიახ, ჩემი კვლევებით ლუარსაბის იქითა სულ სხვა დონის ქართველები ვიპოვე და მათი გასტრონომიული თუ ჰიგიენური ისტორია „ვიკიპედიაში“ არ იგუგლება. მე და ლანა ჩოლოგაური კი ერთობლივ, ძალიან საინტერესო ლექციას შემოგთავაზებთ. ლანა მონაწილეობდა გუდიაშვილის მოედნის განძის არქეოლოგიურ გათხრებში და ზეპირად იცის შუა საუკუნეების ჭიქური ჭურჭლის ისტორია. დანარჩენ ამბებს ხვალ, ვიდეოში გიამბობთ.
და მთავარი: დღეს საღამოს მაკო ჯაოშვილთან ერთად განვიხილავდი ქართველების ჯანმრთელობის კოდს, რაც ჩვენს გამძლე ხასიათშიც დევს. ცალკე, მაკოსთან ერთად გიამბობთ ჩვენს მოსაზრებებს“. - წერს ესმა კუნჭულია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









