ეს საინტერესოა • 1701807000
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რომელსაც უბრალოდ თაროზე შემოდებს და ვერც კი გამოიყენებს.
რა ვაჩუქოთ ვერძს
ვერძის გახარება თუ გინდათ, აჩუქეთ ლამაზად შეფუთული სამკაული, მოდური ტრენდის პარფიუმერია, ნატურალური ქსოვილის კაშნე, თავის მოვლის საშუალებები ან სპა-სალონის აბონემენტი. გახსოვდეთ, რომ ვერძებს დახვეწილი გემოვნება აქვთ.
რა ვაჩუქოთ კუროს
კუროს შეურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობს. შესაძლოა, ეს ძვირფასი ნივთი სულაც არ იყოს, მაგრამ, უბრალოდ, მისი ყიდვა ვერ შეძლო, თუნდაც დროის უქონლობის გამო. ასევე, კარგია, თუ მის პროფესიულ საქმიანობას გაითვალისწინებთ და შესაბამის ნივთს შეურჩევთ. ასევე, შეგიძლიათ ლამაზი სტატუეტი უყიდოთ, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე დადგამს და 2024 წელს მისთვის ერთგვარ თილისმურ ძალას შეიძენს.
რა ვაჩუქოთ ტყუპს
ტყუპები პრეტენზიული გემოვნებით გამოირჩევიან. მათთვის საჩუქრის არჩევა ცოტა რთულია. თუ გსურთ მისი გული მოიგოთ, ახალ წელს უსახსოვრეთ მობილური ტელეფონი, დეკორატიული ნივთები, კომპიუტერული საგნები, ძვირფასი ბრენდის სუნამო, ასევე, ორიგინალური სამკაული, რომელსაც ყოველდღიურად ატარებს. გირჩევთ, საჩუქარი ლამაზად და ორიგინალურად შეფუთოთ და პომპეზურად გადასცეთ მას.
რა ვაჩუქოთ კირჩხიბს
კირჩხიბები არ არიან პრეტენზიულები, თუმცა დახვეწილი გემოვნება ნამდვილად აქვთ. და, ძალიან უყვართ, როცა მათ საჩუქრებს უძღვნიან. თუ გსურთ ახალი წლის ღამეს მათი გემოვნება დააკმაყოფილოთ და თან მისი ყურადღება დაიმსახუროთ, შეურჩიეთ საყოფაცხოვრებო საგნები, საათი, საფულე, ძვირად ღირებული სასმელი ან ტყავის აქსესუარი. მათ არ უყვართ პომპეზურობა, ამიტომ, ახალი წლის ღამეს, შეგიძლიათ, საჩუქარი, უბრალოდ, ბალიშის ქვეშ დაუდოთ.
რა ვაჩუქოთ ლომს
ლომებს მდიდრული საჩუქრები უყვართ. მაგალითად, შეგიძლიათ, აჩუქოთ ცნობილი ბრენდის კოსმეტიკური ნაკრები, სახლისთვის დეკორატიული ნივთი, ნატურალური ხის ნაკეთობები, მაჯის საათი. კარგი იქნება, საჩუქარს პრაქტიკული დატვირთვა ჰქონდეს. საჩუქარი ბრჭყვიალა ქაღალდში უნდა იყოს შეფუთული და ლამაზად გაფორმებული.
რა ვაჩუქოთ ქალწულს
ქალწულწულებისთვის საჩუქარი მეტი დაკვირვებითა და სერიოზულობით უნდა შეარჩიოთ. კარგად დაფიქრდით, რა გაახარებს მას ყველაზე მეტად, უყიდეთ საჩუქარი არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ გულის მოსაგებად და გასახარებლად. შეგიძლიათ, აჩუქოთ ტყავისა და ლითონის კომბინირებული სამკაული, ელექტროსაქონელი ან სახლში დასადგამი ისეთი ნივთი, რომელსაც ყველა შეამჩნევს.
რა ვაჩუქოთ სასწორს
სასწორისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სახლის ნივთებია, ოღონდ ისინი აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ. გირჩევთ, მათ საახალწლოდ აჩუქოთ ფერადი და ორიგინალური მინის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარს. ასევე, ლეპტოპის სადგამი, დიდი ფოტოალბომი, ყურსასმენი, ხელნაკეთი არომატული სანთლები, ოთახის არომატიზატორები ან ისეთი სამკაული, რომელსაც თამამად გამოიყენებს ყოველდღიურად.
რა ვაჩუქოთ მორიელს
მორიელისთვის საუკეთესო საჩუქარია ფული კონვერტში ან მოდური ბრენდის სერტიფიკატი. ამის ალტერნატივა კი ისეთი ნივთებია, რომლებიც მის ხასიათს ცოტას „დაარბილებს“: საბანი, დიდი პირსახოცი, ხელნაკეთი შოკოლადის კანფეტები, ლევიტაციური სანათი, დეკორატიული ბალიშები, ხალათი და ჩუსტები ან კანის მოვლის საშუალებები.
რა ვაჩუქოთ მშვილდოსანს
მშვილდოსანს საახალწლოდ უნდა აჩუქოთ ისეთი ნივთი, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებს, მაგალითად - ქამარი, საყურე, ჩანთა, საფულე. ასევე კარგი საჩუქარია მისთვის ტანსაცმელი, ტყავის ხელთათმანები, შარფი, ქუდი, კოსმეტიკური საშუალებები. მთავარია, ისინი გემოვნებით იყოს შეფუთული და ორიგინალურად მიართვათ. ეს მას ძალიან გაახარებს და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს.
რა ვაჩუქოთ თხის რქას
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საახალწლოდ ისეთი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, რომელიც კომფორტს შეუქმნის - ხალათი, პლედი, მაგიდის სანათი, ლამაზი სურათი, საფულე ან მოდური სათვალე. მათთვის მთავარია ყურადღება და არა - საჩუქრის ღირებულება.
რა ვაჩუქოთ მერწყულს
მერწყულს უბრალო და იაფფასიანი საჩუქრით გაანაწყენებთ. ამიტომ, მათი პრეტენზიული გემოვნება რომ დააკმაყოფილოთ, საახალწლოდ უყიდეთ საათი, სუნამო, ქამარი, ტყავის საფულე, ტყავის ხელთათმანი ან ძვირფასი ქვებით გაწყობილი, დახვეწილი სამკაული. ანუ ისეთი ნივთები, რითაც საზოგადოებაში თავს მოიწონებს და გარშემომყოფთა ყურადღებას მიიპყრობს.
რა ვაჩუქოთ თევზებს
თევზებისთვის სასურველია, საახალწლოდ შეარჩიოთ სახლის გასალამაზებელი ნივთები, დეკორატიული ქოთნის ყვავილები, ტორშერი. ასევე, მას ძალიან გაახარებთ, თუ ახალ წელს აჩუქებთ თავის მოვლის საშუალებებს, სუნამოს, წითელი ფერის საფულეს, ჭურჭელსა ან გაჯეტს. რომანტიკული ბუნების თევზებს უყვართ, როცა საჩუქარი ლამაზად, თვალში საცემად და ორიგინალურად არის შეფუთული - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა
საზოგადოება • 1737902585
21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...
პოლიტიკა • 1737901830
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი