ეს საინტერესოა • 1709065380
2024 წლის მარტი მართლაც რომ გამორჩეული თვე იქნება. შეგიძლიათ, მოგზაურობა, ყველაზე ამბიციური პროექტები, საკუთარი საქმის წამოწყება, რაიმეს შესწავლა, გაუმჯობესება თამამად დაგეგმოთ და შესაბამის შედეგსაც დაელოდოთ. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეგეძლებათ, რეალური, თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები გამოიწვიოთ.
მარტის თვისთვისაც მთვარის კალენდრის მიხედვით ასტროლოგებმა ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით საყურადღებო თარიღები დაასახელეს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი გეგმების განხორციელება სწორ დროს დაიწყოთ.
2024 წლის 10 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ჯობს, დრო ენერგიის აღდგენასა და დასვენებას დავუთმოთ. თევზები ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომატებულ შფოთვას, ემოციურობას, უიმედობას იგრძნობთ. ამავდროულად, შესაძლოა, კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. იმის გამო, რომ მომატებულ ემოციურობას გრძნობთ, არასწორად აღიქვათ გარკვეული ფრაზები, სიტყვები და კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. ამიტომაც, ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ, იფიქროთ სამომავლო გეგმებზე, მოინიშნოთ იდეები, განსახორციელებელი საქმეების შესახებ ინფორმაცია და მომდევნო დღეებში რეალური ნაბიჯებიც გადადგათ.
2024 წლის 25 მარტს სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სავსე მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ამიტომაცაა, რომ, როგორც წესი, მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობთ, თუმცა ფიქრები და ემოციები ქაოსურია. ამ შემთხვევაშიც, კონფლიქტების რისკი იზრდება. სავსე მთვარე სასწორის ნიშანში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შემოქმედებითი, კრეატიული საქმე, პროექტი, რომელზეც აღნიშნულ დღეს გადაწყვეტთ მუშაობას, უნიკალური იქნება და საოცარ შედეგს გამოიღებს.
ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 14, 20, 21, 23 მარტი.
აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ, ყველა მნიშვნელოვანი საქმის, პროექტის განხორციელება, ცვლილებები, მოლაპარაკებები, იმიჯის შეცვლა, რაც გსურთ, დაგეგმოთ - შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის საქმეები, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით, უამრავი იდეა და საინტერესო აზრი გაქვთ და ოცნებების ასასრულებლად მზად ხართ.
14 მარტს მზარდი მთვარე კუროს ნიშანში იქნება. კურო შრომისმოყვარე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ნიშანია. ამიტომაც, შეგიძლიათ, ამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი.
20 მარტს მზარდი მთვარე ლომის ნიშანში იქნება. კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სასიამოვნო შეხვედრებისთვის, ვარჯიშისა და კვების რეჟიმის ცვლილების, ახალი საქმეების წამოწყებისთვის იდეალურია.
21 მარტს კი ენერგეტიკულად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თარიღად თვლიან. მეტიც, ასტროლოგები მას გამარჯვებების დღეს უწოდებენ.
23 მარტს მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანში იქნება - რეორგანიზაციისთვის იდეალური დღეა. გარემოდან დაწყებული, პიროვნული ნიშნებით დამთავრებული, შეგიძლიათ, გათავისუფლდეთ ყველაფრისაგან, რაც ზედმეტი და მოძველებულია. ასევე, შეგიძლიათ, დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ. ამ მიმართულებითაც წარმატებას მიაღწევთ.
გარდა ჩამოთვლილი თარიღებისა, ხელსაყრელი დღეებია: 13 მარტი, 19 მარტი, 22 მარტი და 24 მარტი.
13 მარტი იდეალური დღეა ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად, უთანხმოებების განხილვისა და შეთანხმების მისაღწევად.
19 მარტს ჯობს, დრო საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს დაუთმოთ. მათთან კომუნიკაცია, სასიამოვნო დიალოგი ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.
22 მარტს ასტროლოგები გადამწყვეტი მოქმედებების დღეს უწოდებენ. შეგიძლიათ, საბოლოოდ დაიწყოთ, ან დაასრულოთ ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ამ დღეს კარმული ეფექტი აქვს. თუკი სიკეთეს გამოხატავთ, ქველმოქმედებაში ჩაერთვებით, ადამიანებს დაეხმარებით, კეთილგანწყობას გამოხატავთ, ეს ემოციები უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
24 მარტი, 23 მარტის მსგავსად, გათავისუფლების დღეა. გეძლევათ შანსი, გათავისუფლდეთ იმ ემოციებისაგან, რომლებმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა და წინსვლაში ხელი შეგიშალათ. დაფიქრდებით განვლილი დღეების შედეგებზე და მნიშვნელოვან დასკვნებსაც გამოიტანთ.
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...
სოცმედია • 1743021043
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...
მსოფლიო • 1743017993
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743017807
ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.
სოცმედია • 1743017630
ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...
პოლიტიკა • 1743017242
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი