რომელია ზოდიაქოს 3 ყველაზე პატიოსანი ნიშანი

ასტროლოგიური პროგნოზი

ადამიანთა უმეტესობა დროდადრო ტყუილს ამბობს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, სხვისი გრძნობების უპატივცემულობის თავიდან ასაცილებლად, საკუთარი თავის შესახებ უხერხული ფაქტების დასამალად ან თუნდაც სარგებლის მისაღებად. მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი უბრალოდ ვერ იტანს ასეთ ქცევას და ხელმძღვანელობს დევიზით: „ჯობს მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი“. ასტროლოგების აზრით, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია ზოდიაქოს წრის სამი წარმომადგენლისთვის.

როგორც ასტროლოგი ენჯელ დონი ამბობს: „პატიოსნება – არის სამყაროსადმი გახსნილობის და, უპირველეს ყოვლისა, სიმართლის პატივისცემის გამოხატულება. ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუძლია იყოს პატიოსანი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული თვისებები და შემაკავებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მათ, იყვნენ გულწრფელები კონფლიქტურ სიტუაციებში“.

მაგალითად, სასწორი, რომელსაც ვენერა მართავს, ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც პარტნიორობას აფასებს და არ უყვარს კონფლიქტი.  ასტროლოგის თქმით, „სასწორებს აქვთ ჰარმონიისა და წონასწორობის ძლიერი მოთხოვნილება, რამაც  შეიძლება აიძულოს ისინი, დამალონ თავიანთი ნამდვილი გრძნობები, რათა სიმშვიდე შეინარჩუნონ“.

ცეცხლის ელემენტისა და კარდინალური მოდალობის წარმომადგენლები სულ სხვაგვარად მოქმედებენ. ისინი ძალიან ხშირად მთელ სიმართლეს პირდაპირ ეუბნებიან ოპონენტს, ისე რომ საერთოდ არ ფიქრობენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ სიტყვებს. მათი პირდაპირობა ირგვლივ მყოფებს ზოგჯერ ვნებს, დისკომფორტი ან ტანჯვაც კი მოაქვს, თუმცა ვერავინ შეძლებს, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები არაგულწრფელობაში დაადანაშაულოს.

აი, ისინიც:

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძი თავით გადაეშვება ხოლმე ნებისმიერ საქმეში და მთლიანად მას უძრვნის თავს. ეს მისი კომუნიკაციის მანერასაც ეხება. ვერძს პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ქმედებებზე ორიენტირებული, საკმაოდ აგრესიული ეს ნიშანი მიდრეკილი არ არის, რომ პირი დახუროს და დაპირისპირებას მოერიდოს. ის მიჩვეულია, რომ მაქსიმალურად პირდაპირი და გულწრფელი იყოს თავისი გრძნობებში, რამაც შეიძლება სხვები დააბნიოს.

თუ ვერძი ხართ და შეამჩნიეთ, რომ ასე იქცევით, მაშინ უნდა ისწავლოთ, რომ 5, 10, 30 წუთი მოიცადოთ, სანამ ვინმეს პირდაპირ ეტყოდეთ ყველაფერს, რასაც მასზე ფიქრობთ. ამ დროს თქვენი ცხარე ემოციები ცოტა განელდება და შესაძლოა გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას სიტუაციის მიმართ. 

 

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომებს ირგვლივ ყველაფრის დრამატიზებისკენ აქვთ მიდრეკილება და ცდილობენ, გარშემო მყოფებზე „გამოაფრქვიონ“ ყველაფერი, რაც მათშია დაგროვილი, თანაც ზედმეტი ფიქრისა და დაყოვნების გარეშე. ლომი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ჩაცმის არჩეული სტილი მსუქანს გაჩენთ, ოხრახუში კი კბილებში გაქვთ ჩარჩენილი, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ განზრახ გული გატკინოთ, არა – მას სრულიად განსხვავებული მოტივები აქვს.

საქმე ისაა, რომ ლომი ყოველთვის ცდილობს, ლიდერი გახდეს და თავისი ავტორიტეტი განამტკიცოს. და მისი აზრით, საუკეთესო სტრატეგია ყველას ნდობისა და პატივისცემის მოსაპოვებლად სრული გულწრფელობაა. ამგვარად, ლომი, უბრალოდ, ვერ დაუშვებს, რომ „მატყუარას“ სახელი ჰქონდეს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თუ გინდათ, რომ ვინმემ დაუფარავად გითხრათ სიმართლე, ყოველგვარი შელამაზების გარეშე,  მშვილდოსანს უნდა მიმართოთ. ასტროლოგ ენჯელ დონის თქმით, სწორედ ეს ზოდიაქოს ნიშანია ცნობილი იმით, რომ „ხმამაღლა ფიქრს“ ამჯობინებს და როგორც კი გონებაში რამე აზრი გაუელვებს, მაშინვე ახმოვანებს. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მისი სიტყვების გულწრფელობაში.

მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, რომელიც ეთიკასთან, ფილოსოფიასთან, სამართალსა და უმაღლეს განათლებასთან ასოცირდება. მშვილდოსანი გამუდმებით მიიჩქარის სადღაც შორს სიმართლის საძიებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მმართველი პლანეტა იუპიტერი ასტროლოგიურად ხელსაყრელია, ჭეშმარიტების ძიება, ჰორიზონტის გაფართოება და სამყაროსადმი გახსნილობა მისი ხასიათის ძლიერ თვისებად იქცევა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100