საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე უკონტროლოდ, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში ჩამოვარდება

კოსმოსი

საბჭოთა ეპოქის კოსმოსური აპარატი, რომელიც ვენერაზე 1970-იან წლებში უნდა დამჯდარიყო, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში უკონტროლოდ ჩამოვარდება დედამიწაზე.

ექსპერტები, რომლებიც კოსმოსურ ნარჩენებს ადევნებენ თვალს, ამბობენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია გამოცნობა, თუ სად დაეცემა მეტალის ნახევარტონიანი მასა ან მისი რა ნაწილი გადაურჩება ატმოსფეროში შემოსვლას.

The Guardian-ს საკუთარი ვარაუდი ნიდერლანდელმა მეცნიერმა მარკო ლანბრუკმა გაუზიარა, რომლის მიხედვითაც კოსმოსური აპარატი დაახლოებით 10 მაისს შემოვა დედამიწის ატმოსფეროში. მისივე გამოთვლებით, აპარატის ვარდნის სიჩქარე დაახლოებით 240 კმ/სთ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მეტალის მასა ვარდნისას არ დაიშლება.

 

"მიუხედავად იმისა, რომ რისკი მაინც არსებობს, ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ". - უთხრა ლანბრუკმა გამოცემას.

 

ნიდერლანდელი მეცნიერის თქმით, ობიექტი შედარებით მცირე ზომისაა და ვარდნისას ნაწილებად რომც არ დაიშალოს, "იმავე რისკს წარმოადგენს, როგორსაც ჩვეულებრივი მეტეორიტის ჩამოვარდა, რაც ყოველ წელს რამდენჯერმე ხდება. უფრო დიდი რისკი არსებობს, რომ ოდესმე მეხი დაგეცეს".

 

როგორც ლანბრუკმა გამოცემასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, ალბათობა იმისა, რომ კოსმოსური აპარატი ვინმეს ან რაიმეს დაეცეს, მცირეა, "თუმცა არა სრულად გამორიცხული".

 

აპარატი შესაძლოა, დედამიწის ზედაპირის ნებისმიერ წერტილში ჩამოვარდეს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის 51.7-გრადუსიან განედებს შორის მდებარეობს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული, ლანბრუკის თქმით, "დიდი შანსია, რომ ის მართლაც რომელიმე ოკეანეში ჩავარდება".

 

საბჭოთა კავშირმა Kosmos 482-ის სახელით ცნობილი აპარატი კოსმოსში 1972 წელს ვენერის მისიების ფარგლებში გაუშვა, თუმცაღა აპარატი გაუმართაობის გამო დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა.

 

აპარატს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაწილი ჩამოსცილდა, თუმცა როგორც ლანბრუკი და სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, თავად კაფსულა – დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის მქონე სფერული ობიექტი – ამ დროის განმავლობაში დედამიწის გარშემო მეტად ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობდა, ხოლო მისი დაშორება დედამიწის ზედაპირიდან თანდათანობით მცირდებოდა.

 

ლანბრუკის თქმით, მეტად სავარაუდოა, რომ მეტალის თითქმის 500-კილოგრამიანი მასა ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩება, ვინაიდან ის სპეციალურად გამძლე მასალით შექმნეს, რათა ვენერის  ნახშირორჟანგით მდიდარი ატმოსფეროსთვის გაეძლო.

 

ექსპერტები ეჭვობენ, რომ საპარაშუტო სისტემა ამდენი წლის შემდეგ კვლავ იმუშავებს. ასევე შეიძლება იყოს დაზიანებული თერმული ფარიც. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759