შავი ხვრელების საიდუმლო და რევოლუცია კვანტურ ფიზიკაში - სამყაროს შესაძლოა 7 განზომილება ჰქონდეს

საზოგდოება

მეცნიერები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ  ჩვენს სამყაროს შესაძლოა შვიდი განზომილება ჰქონეს.

ცნობილი  ოთხი განზომილების გარდა - სიმაღლე, სიგრძე, სიღრმე და დრო - ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ რეალობის სამი დამატებითი „დაკეცილი“ ფენა არსებობს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა, კერძოდ, არსებული თეორიით, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საბოლოოდ აიხსნას, თუ რა ემართებათ შავ ხვრელებს მათი სიკვდილის შემდეგ.

მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ შავი ხვრელები კოსმოსური სიცარიელეები იყო, სადაც იმდენად დიდია გრავიტაციული ველი, რომ მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.

მაგრამ 1970-იან წლებში სტივენ ჰოკინგმა გააცნობიერა, რომ შავი ხვრელები გამოსხივებას ასხივებენ და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა აორთქლდებიან.

პრობლემა ის არის, რომ ეს კვანტური ფიზიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წესს არღვევს და გარკვეულ „ინფორმაციულ პარადოქსს“ ქმნის. კვანტური ფიზიკის თანახმად, ინფორმაცია არასოდეს ნადგურდება.

მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ 50 წლის ამოუცნობი საკითხის გადაწყვეტა იპოვეს - მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ სამყაროს ნამდვილად შვიდი განზომილება აქვს.

რი­ჩარდ პინ­ჩა­კი, სლო­ვა­კე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მკვლე­ვა­რი, ამას შემდეგნაირად ხსნის:

„წარმოიდგინეთ, რომ წიგნს ცეცხლში ისვრით. წიგნი განადგურებულია, მაგრამ პრინციპში, თქვენ შეგიძლიათ ყველა სიტყვის აღდგენა კვამლის, ფერფლისა და სიცხისგან - ინფორმაცია არეული და არა დაკარგული.“

ჰოკინგის თქმით, შავი ხვრელები საბოლოოდ უნდა აორთქლდნენ და არარსებულ მდგომარეობაში წაიღონ მთელი ის ინფორმაცია, რასაც ისინი ოდესღაც შეიცავდნენ.

ეს ფუნდამენტური კონფლიქტია ფიზიკის „კლასიკურ“ კანონებს შორის, რომლებიც მართავენ დიდ ობიექტებს, როგორიცაა შავი ხვრელები, და კვანტურ კანონებს შორის, რომლებიც მართავენ საგნებს ყველაზე მცირე მასშტაბებში.

დოქტორ პინჩაკის უნიკალური გადაწყვეტა ეფუძნება თავად სივრცე-დროის სტრუქტურის გაგების ახალ შესაძლებლობას.

აინშტაინის თეორიების თანახმად, სივრცე-დრო ოთხგანზომილებიან ფურცელს ჰგავს, რომელსაც შეუძლია დატრიალება, მოხრა და გაჭიმვა ძლიერი გრავიტაციული ველების არსებობისას.

თუმცა, ზოგიერთი თანამედროვე თეორიის თანახმად, სივრცე-დროს სინამდვილეში შვიდი განზომილება აქვს, მათ შორის სამი, რომლის დანახვაც ჩვეულებრივ არ შეგვიძლია.

აღნიშნული თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად რო­დე­საც შავი ხვრე­ლი აორ­თქლე­ბას იწყებს, მისი შვი­დი გან­ზო­მი­ლე­ბა ერ­თგვარ კვან­ძად იკვრე­ბა, ის უკუქ­მე­დე­ბის ძა­ლას ქმნის, რო­მე­ლიც შავი ხვრე­ლის სრულ გაქ­რო­ბას უშ­ლის ხელს. შე­დე­გად რჩე­ბა მიკ­როს­კო­პუ­ლი ნარ­ჩე­ნი (ელექტრონ­ზე 10 მი­ლი­არდჯერ პა­ტა­რა), რო­მე­ლიც შავ ხვრელ­ში ჩა­ვარ­დნილ მთელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, თა­ვად ბნე­ლი მა­ტე­რია, იდუ­მალ სუბსტან­ცია, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ო­რი­ით მთე­ლი სამ­ყა­როს მა­სის 27%-ს შე­ად­გენს, შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ უმ­ცი­რე­სი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­დეს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178