ეს საინტერესოა • 1702179000
BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რისგან შედგებოდა 75 მილიონი წლის წინ მცხოვრები ტირანოზავრ რექსის ბოლო სადილი - ორი პატარა დინოზავრისგან.
მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი კარგად შემონახული ცხოველი და მის კუჭში აღმოჩენილი ორი პატარა პსხვერპლი, გვეხმარება ნათელი მოვფინოთ ტირანოზავრების ცხოვრებას.
ეს არის „მტკიცებულება იმისა, რომ მათ ასაკთან ერთად რადიკალურად იცვლება მათი რაციონიც“, - ამბობს დოქტორი დარლა ზელენიცკი კალგარის უნივერსიტეტიდან.
აღმოჩენილი ნაშთი, მისი მსხვერპლებითურთ, ეკუთვნის არასრულწლოვან გორგოზავრს, ტირანოზავრ რექსის ახლო ნათესავს.
ეს გორგოზავრი დაახლოებით შვიდი წლის იყო და დაახლოებით 330 კგ-ს იწონიდნენ, რაც ზრდასრული გორგოზავრის წონის დაახლოებით მეათედია.
„ახლა ვიცით, რომ არასრულწლოვანი ტირანოზავრები ნადირობდნენ პატარა დინოზავრებზე“, - თქვა ზელენიცკიმ, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advances.
გორგოზავრის გაქვავებული ნეკნების მიღმა აღმოაჩინეს ორი პატარა ფრინველის მსგავსი დინოზავრის Citipes elegans-ის უკანა კიდურები.
სავარაუდოდ, ახალგაზრდა გორგოზავრი დაედევნა პატარა დინოზავრებს და თავისი ბასრი კბილებით დაგლიჯა ისინი.
ადრე აღმოჩენილმა ნამარხების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამი ტონიანი ზრდასრული გორგოზავრები თავს ესხმოდნენ დიდ ბალახისმჭამელნ დინოზავრებს, რომლებიც ჯოგურად ცხოვრობდნენ.
დოქტორმა ფრანსუა ტერიენმა სამეფო ტაირელის პალეონტოლოგიის მუზეუმიდან აღწერა ეს ზრდასრული ტირანოზავრები, როგორც "სრულიად განურჩეველი მჭამელები".
დოქტორი ზელენიცკი დასძენს, რომ „პატარა, არასრულწლოვანი ტირანოზავრები, ალბათ, მზად არ იყვნენ დიდი დინოზავრების ნახირზე თავდასახმელად, რომელთა ზრდასრული წარმომადგენლები იწონიდნენ ათასობით კილოგრამს“.
აღნიშნული ნამარხები აღმოაჩინეს 2009 წელს კანადის პროვინცია ალბერტაში. ტირანოზავრ რექსის ნეშტი კლდეში იყო დამარხული და მის ამოღებას რამდენიმე წელი დასჭირდა.
„ეს ნიმუში უნიკალურია - ეს არის არასრულწლოვანთა კვების სრულიად განსხვავებული სტრატეგიის ფიზიკური მტკიცებულება.
კუჭში მხოლოდ მსხვერპლის უკანა ფეხების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველი ანაწევრებდა თავის მსხვერპლს და ჭამდა უკანა ფეხებს, როგორც ყველაზე ხორციან ნაწილს“, - აცხადებს მეცნიერი.
პროფესორმა სტივ ბრუსატმა, ედინბურგის უნივერსიტეტისა და შოტლანდიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგმა, თქვა, რომ დინოზავრების შიგნით მტაცებლის შესწავლა ამ ცხოველებზე რეალურ წარმოდგენას იძლევა: ”ისინი არ იყვნენ უბრალოდ მონსტრები, ისინი იყვნენ რეალური, ცოცხალი არსებები და მათ იცოდნენ როგორ უნდა არგად ჭამა."
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციი...
პოლიტიკა • 1733409138
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: "კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილე...
პოლიტიკა • 1733407594
როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა ოცნების ქმედებების მიმართ - ამის შესახებ გახარია-საქართველოსთვის ე...
პოლიტიკა • 1733407395
"ფორმულას" დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მიისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა. "ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემ...
პოლიტიკა • 1733406772
ხელოვანების პროტესტი - მსახიობებმა რუსთაველის თეატრის წინ გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ეს სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ცოტა ხანში, კი მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. მანამდე, მსახ...
პოლიტიკა • 1733406470
გომელაურის რაზმმა აქციების დროს ცნობილ ექიმს სასტიკად სცემა - ექიმი ტრამვატოლოგი, ვატო გვაზავა, დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ის ნიღბიანებმა იმ დროს „შეითრიეს“, როდესაც დაშლის და დარბევი...
პოლიტიკა • 1733405707
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი