წინასწარმეტყველური სიზმრები - რას ფიქრობენ რელიგიურ-მისტიკური მოძღვრების მიმდევრები
ეს საინტერესოა • 1721680800
მეცნიერებას ისეთი ფენომენების არსებობა, როგორიც წინასწარმეტყველური სიზმრებია, ძალიან აეჭვებს, ამიტომ მათი წარმოშობის ნამდვილ მიზეზს ჯერჯერობით ვერავინ დაასახელებს.
მეცნიერება ამბობს, რომ სიზმარში ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ახარისხებს. ასეთი სამუშაოს შედეგად მარტივი ან რთული კადრები მიიღება, რომლებსაც ადამიანი დახუჭული თვალებით უყურებს.
წინასწარმეტყველური სიზმრების რაციონალურად ახსნა ტვინის უნარს უკავშირდება, რომელსაც შეუძლია მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირება მოახდინოს ან უკვე არსებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე მომავლის სცენარები შექმნას.
გამოდის, რომ მეცნიერების მტკიცებით, სიზმარი ერთგვარი პროგნოზია სხვადასხვა ხარისხის სიზუსტით, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ყველაფრის ასე ახსნა ობიექტურია? ზოგჯერ ადამიანები სიზმარში საყვარელი ადამიანის ან უბრალო ნაცნობის სიკვდილს ხედავენ და ის ადამიანი, რომელიც მანამდე ავადაც არ ყოფილა, უეცრად კვდება.
იქნებ, სიმართლე ისაა, რომ მეცნიერებამ ჯერჯერობით თავსატეხის ამოხსნა ვერ შეძლო და ცდილობს სხვადასხვა თეორიები განავითაროს? ასეა თუ ისე, მეცნიერების პოზიცია გასაგებია, ახლა ვნახოთ რას ფიქრობენ წინასწარმეტყველური სიზმრების არსებობაზე რელიგიურ-მისტიკური მოძღვრების მიმდევრები? მათი აზრით, ამის რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს:
1. რაღაც მოვლენასთან ახლოს აღმოჩნდით და შეგიძლიათ შინაგანი ხედვით დაინახოთ ან შეიგრძნოთ.
2. უზენაესი ძალები მომავალს გაჩვენებთ და შანსს გაძლევთ, რომ რაღაც სიტუაციას ყურადღება მიაქციოთ, საკუთარ შეხედულებებს ყურადღება მიაქციოთ და რაღაც შეცვალოთ. ისიც შეიძლება, რომ მაღალი მგრძნობელობა გაქვთ და სამყარო განიშნებთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები განავითაროთ.
3. სიზმარში საინფორმაციო ველში შენახულ მონაცემებზე წვდომას იღებთ. დღის განმავლობაში ცნობიერება სხვა „რეჟიმში“ და სხვა სიხშირეზეა და მისთვის შეუცნობლის კარი დაკეტილია.
4. ძილში მომავალთან დაკავშირებულ ინფორმაციას იღებთ.
როდის და რატომ ვხედავთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს?
ადამიანები წინასწარმეტყველურ სიზმრებს ყოველი თვის 2 რიცხვის ღამეს და საეკლესიო დღესასწაულების წინა დღეს ხედავენ.
გახსოვდეთ, რომ ქრისტეშობიდან 12 დღე ენერგეტიკულად რთული დროა, როდესაც ბოროტი სულები განსაკუთრებით აქტიურობენ, ამიტომ შეუძლიათ დაამახინჯონ ინფორმაცია, რომელსაც სიზმრიდან იღებთ.
კვირის დღეების მიხედვით
ყველაზე ხშირად, სიზმრებს, რომლებიც ზუსტად ხდება, ხუთშაბათის ღამეს ვხედავთ, თუმცა არავინ იცის სიზმარში ნანახის რეალობად ქცევას რა დრო დასჭირდება - ეს შეიძლება დილასვე მოხდეს ან სამი წლის შემდეგ.
სამშაბათის ან შაბათის ღამეს ნანახი სიზმრებიც ხშირად ხდება, თანაც რამდენიმე დღეში.
წინასწარმეტყველური სიზმრები შეიძლება კონკრეტული დღეების ან თარიღების მიუხედავად ვნახოთ. ისინი შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გაჩნდნენ. შესაძლოა სიზმარი სწორი გზის არჩევაში დაგეხმაროთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს
ვინ ხედავს წინასწარმეტყველურს სიზმრებს?
როგორც წესი, ასეთ ძალას ფლობენ ადამიანები, რომლებსაც ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო კარგად აქვთ განვითარებული. ეს უნარი უფრო ხშირია ქალებსა და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წინასწარმეტყველური სიზმრებისადმი მიდრეკილებას დაბადების თარიღიც განსაზღვრავს: ითვლება, რომ სიზმარში მომავლის ნახვის ალბათობა უფრო მაღალია სექტემბერში, ოქტომბერში და თებერვალში დაბადებულ ადამიანებში.
მნიშვნელოვანია დაბადების რიცხვიც. ნებისმიერი თვის 2,9,15,18 და 20 რიცხვში დაბადებული ადამიანები წინასწარმეტყველურ სიზმრებს სხვებზე ხშირად ხედავენ.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












