20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

პედაგოგი

20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ | ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო ავრცელებს "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. აუცილებელია, კანდიდატებმა 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის). 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ." | ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში "საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: https://www.naec.ge/#/ge/post/3547" | ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეათე კლასი ისტორია
X კლასის ისტორიის წიგნი 1918-1921 წლების გარეშე?!

საქართველოს ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ავტორებიც ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან, პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918–1921 წწ.) ნახსენები არ არის. არსებულ...

განათლება 1789310296

მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476