განათლება • 1628583480 43
დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე მის მოსაზღვრე და გალფის ქვეყნებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოში ცოდნის მიღების შესაძლებლობების შესახებ. ცენტრი დაინტერესებულ პირებს გააცნობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებს, ონლაინ პლატფორმების საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ღია კარის დღეებს და ორიენტირებული იქნება, საუკეთესო, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მოზიდვაზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამართლებრივ საკითხებში თეა იმედაძე და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი