განათლება • 1637159975
პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი ქსელში დასაქმებულ თსუ სტუდენტ-თანამშრომლებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აგროჰაბის დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.
„ამ ხელშეკრულებით ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავიანთ სამუშაო გრაფიკი შეუსაბამონ სწავლის პროცესს. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა მსგავსი პროექტის განხორციელება. გამოჩნდა „აგროჰაბი“ ასეთი წინადადებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც ღირსეული დასაქმებით გაზრდის სტუდენტების მოტივაციას სწავლისადმი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს. გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.
„ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკი, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.
პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული დასაქმებული სტუდენტის წახალისება.
ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...
ეს საინტერესოა • 1711653738
"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...
სოცმედია • 1711653597
"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...
სოცმედია • 1711653283
დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...
საზოგადოება • 1711645534
ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი მნიშვნელ...
საზოგადოება • 1711644163
ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...
სოცმედია • 1711643685
ეს საინტერესოა • 1711653738
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1711567860
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი