აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესებულია - Scholars at Risk

ილიაუნი განათლების თავისუფლება

„შეტევა უმაღლეს განათლებაზე“ — ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაცია Scholars at Risk (SAR) („მეცნიერები რისკის ქვეშ“) ანგარიშს „Free to Think 2026“ და საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ასახელებს, სადაც ხელისუფლებამ მეცნიერებზე, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევა განახორციელა.

უმაღლესი განათლების ავტონომიის დაქვეითების მიზეზად ავტორიტეტულ გამოცემას საქართველოს მთავრობის განათლების ე.წ. რეფორმა მოჰყავს. ამ რეფორმით, უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის ცენტრალიზებით, შეითზღუდა ცალკეული ინსტიტუტების ავტონომია და პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი შეიქმნა.

შეტევის მთავარ სამიზნედ კი საერთაშორისო ორგანიზაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ასახელებს: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროგრამების 92 პროცენტი გაუქმდა.


საქართველოს მთავრობამ 2025 წლის ოქტომბერში შეასწორა ეროვნული კანონმდებლობა უმაღლესი განათლების შესახებ და შემოიღო საკამათო ინიციატივა „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, რომლის მიზანიც მრავალპროფილური უნივერსიტეტების სპეციალიზებულ, მკაცრად ფოკუსირებულ ინსტიტუციებად გარდაქმნა იყო.

ინიციატივამ გააუქმა დუბლირებული დისციპლინები ქალაქებში და აკადემიური საგნები ქვეყნის 19 საჯარო უნივერსიტეტს შორის გადაანაწილა. რეფორმების გამოცხადებული მიზნები მოიცავდა საუნივერსიტეტო სისტემის მოდერნიზაციას, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტთა კვოტების უკეთ შეთავსებასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმები ასუსტებდა უნივერსიტეტების ავტონომიას და ზრდიდა მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სისტემაზე. სამოქალაქო სივრცის შევიწროების ფონზე, უნივერსიტეტების ადმინისტრაციები აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ მოთხოვნილი რეფორმები შესაძლოა აკადემიური დამოუკიდებლობის დასასრულს ნიშნავდეს საქართველოში და აზიანებდეს სტუდენტთა პერსპექტივებს — ადგილობრივი სისტემის დასავლური საგანმანათლებლო სტანდარტებისგან ჩამოშორების გზით.

ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა შეასწორა რამდენიმე კანონი მისი იმპლემენტაციის სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით. პირველი შესწორებით, რომელიც 2025 წლის დეკემბერში მიიღეს, გაუქმდა გრანტებზე დაფუძნებული უნივერსიტეტების დაფინანსება და ის ჩანაცვლდა სახელმწიფო დაკვეთის მოდელით, რომელიც სრულად აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა სტუდენტის სწავლებას.

მეორე შესწორებამ, რომელიც 2026 წლის თებერვალში მიიღეს, მთავრობას მიანიჭა საჯარო უნივერსიტეტების რეორგანიზაციის ზედამხედველობის უფლებამოსილება — პროცესის მიზნების, სტრუქტურისა და ვადების განსაზღვრის გზით. ეს შესწორება ასევე აძლევდა მთავრობას უფლებას, რეორგანიზაციის პერიოდში შეეჩერებინა ან შეეცვალა არსებული უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების უფლებამოსილება, რისი საშუალებითაც შეძლებდა მოვალეობის შემსრულებელი რექტორებისა და ხელმძღვანელობის დანიშვნას, ან დროებითი საბჭოების შექმნას, რომლებიც აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების ფუნქციებს შეასრულებდნენ. უნივერსიტეტის სტრუქტურასა და სასწავლებლებზე მთავრობის კონტროლის ცენტრალიზებით, კანონმდებლობამ შეამცირა ცალკეული ინსტიტუტების ავტონომია და პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი უზრუნველყო.

ახალი კანონების საფუძველზე, 2026 წლის 29 იანვარს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ქვეყნის ორი უმსხვილესი საჯარო უნივერსიტეტის — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების შესახებ. წინადადებას მწვავე წინააღმდეგობა შეხვდა ორივე დაწესებულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს შეარყევდა ინსტიტუციურ იდენტობას, სწავლების ხარისხსა და აკადემიურ დამოუკიდებლობას.

პრემიერ-მინისტრმა გააუქმა გაერთიანება 2026 წლის 9 თებერვალს, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) გახდებოდა წმინდა ტექნიკური პროფილით მომუშავე სასწავლებელი და აღარ მიიღებდა სტუდენტებს არატექნიკურ სპეციალობებზე.

გაერთიანების გაუქმების შესახებ განცხადებიდან მალევე, 2026 წლის 12 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა სასწავლო პროგრამების მასშტაბური შემცირების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისუ). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ისუ) აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციამ რეფორმები არაკონსტიტუციურად გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათთან კონსულტაცია არ გამართულა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შემცირება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის საზოგადოების დასჯას/შევიწროებას, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად აკრიტიკებდა ანტიდემოკრატიულ რეფორმებს. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროგრამების 92 პროცენტი გაუქმდება სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან გადაფარვის გამო და დარჩება მხოლოდ შერჩეული საბუნებისმეტყველო და პედაგოგიური პროგრამები.

მაღალი რეიტინგებისა და რამდენიმე ისეთი პროგრამის არსებობის მიუხედავად, რომლებიც კურსდამთავრებულთა საყოველთაო დასაქმებით გამოირჩევა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისუ) სტუდენტთა მიღება მიმდინარე სასწავლო წლის 3 770 სტუდენტიდან მკვეთრად შემცირდება და მხოლოდ 300 სტუდენტს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325