„Black Sea CONNECT“ - თსუ პროექტის წარმატება
განათლება • 1731573016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით შემუშავებულმა პროექტმა „Black Sea CONNECT“ - „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ (2019-2023), თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. თსუ სამეცნიერო ჯგუფს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი კახაბერ ბილაშვილი ხელმძღვანელობს.
ევროკომისიის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდო, აღიარებს კონსორციუმის მიღწევებს და ხაზს უსვამს კონსორციუმის საერთო წარმატებას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში. ეს ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს დასაცავად საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებას. ასევე, ლურჯი ზრდის შესაბამისად - საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური განვითარებისათვის, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლისა და ინოვაციების იმპლემენტაციის გზით.
საპრეზიდენტო ჯილდო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავად გადასცა პროექტის წარმომადგენლებს - შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორებს ბარიშ სალიოღლუს და
მუსტაფა იუსელს.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












