COST-თან თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალი საბიბლიოთეკო კოლექცია თსუ-ში

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის აკადემიის და ორგანიზაციის „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) ყოფილმა პრეზიდენტმა, უტრეხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა პირადი კოლექციიდან 5000-ზე მეტი წიგნი გადასცა.

გეოლოგიის მიმართულებით 5000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული თსუ IX (განივ) კორპუსში პროფესორ სირდ ქლოეთინგის სახელობის აუდიტორიაში განთავსდა, რომელიც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა, COST-ის ხელმძღვანელმა რონალდ დე ბრუნიმ, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, თსუ პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ ერთობლივად გახსნეს. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა თსუ მინერალოგიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც თსუ სტუდენტმა პროფესორ სირდ ქლოეთინგს ექსპედიციაში მოპოვებული ობსიდიანის ქვა საჩუქრად გადასცა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, მინერალოგიის დარგი უნივერსიტეტში ათეულ წლებს ითვლის. ჯერ კიდევ 1919 წლიდან ეყრება მას საფუძველი ალექსანდრე თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით და, შესაბამისად, მდიდარი ბიბლიოთეკა არსებობს ამ მიმართულებით. თუმცა, მისი განმარტებით, ახალი კოლექცია არის განსაკუთრებული და გამორჩეული, მინერალოგიის მიმართულებით უცხოენოვანი და თანამედროვე ლიტერატურაა, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მკვლევრებისათვის, მეცნიერებისათვის  არის ძვირფასი შენაძენი.

ვიზიტის ფარგლებში COST-ის ხელმძღვანელ რონალდ დე ბრუნთან და პროფესორ სირდ ქლოეთინგთან შეხვედრა გამართეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების COST-თან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი საბიბლიოთეკო კოლექცია მნიშვნელოვანი შენაძენია უნივერსიტეტისთვის, რომელიც სტუდენტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ თანამედროვე ლიტერატურას გეოლოგიაში. ამასთან, მისივე თქმით, ეს არის საჩუქარი მეცნიერისგან, რომელიც საქართველოს დიდი გულშემატკივარია,სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს გაწევრიანდა საქართველო COST-ში და გაიხსნა ევროპის აკადემიის რეგიონული წარმომადგენლობა. „ვისაუბრეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. პროექტები, რომლებსაც მკვლევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარადგენენ COST-ში, ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის ამაღლებას და ევროპულ უნივერსიტეტებთან ახალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ევროპის აკადემიის და COST-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, უტრეხტის უნივერსიტეტის  პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წიგნების გადაცემა ქართველ კოლეგებთან მუდმივმა კავშირმა განაპირობა. „ეს საუკეთესო ადგილია ჩემი კოლექციის გადასაცემად.მოხარული ვარ, რომ ასე კარგად მოეწყო ბიბლიოთეკა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეცნონ ამ წიგნებს. ამასთან, დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მრავალი შესაძლებლობა მომავალი კოლაბორაციისთვის ქართველ და ევროპელ მეცნიერებს შორის. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო გახდა COST-ის წევრი ქვეყანა. ეს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და ტრენინგებში, უკეთ გაეცნონ ევროპულ სამეცნიერო სამყაროს. ეს მათ მისცემს დიდ გამოცდილებასა და შესაძლებლობას სამომავლო სამეცნიერო-კვლევით გრანტებში მიიღონ დაფინანსება, რადგან ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი და უდიდესი ფონდია ასეთი კვლევების დაფინანსების კუთხით“,- განაცხადა სირდ ქლოეთინგმა.

ახალ სამეცნიერო შესაძლებლობებზე ისაუბრა COST-ის დირექტორმა რონალდ დე ბრუნიმ. მისივე განმარტებით, საქართველოში ვიზიტის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ქართულ სამეცნიერო საზოგადოებასა და COST-ს შორის. „ჩვენს ორგანიზაციაში 14 ქვეყანაა, მათ შორისაა უკვე საქართველოც. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს წევრებს დაამყარონ კავშირები, ახალი შესაძლებლობები შეუქმნან არა მხოლოდ ახალგაზრდა მკვლევრებს, არამედ უკვე წარმატებული კარიერის მქონე მეცნიერებს თავიანთი გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცენ,“ - განაცხადა COST-ის დირექტორმა.

საქართველო ორგანიზაციის „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წევრი 2021 წელს გახდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534