ეროვნული გამოცდების სკანდალი - გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

განათლება 1659877089    617

გამოცდები

გამოცდების ეროოვნული ცენტრი აცხადებს, რომ ინფორმაციას, თითქოს აბიტურიენტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აზერბაიჯანულენოვანი საგამოცდო ტესტის პასუხები, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს ყველა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისათვის უზრუნველყო ერთი ტესტის მომზადება და გამოსაცდელებმა ის ერთდროულად წერეს, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფდა თანაბრობის დაცვას.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აზერბაიჯანულენოვანი საგამოცდო ტესტის პასუხების შესახებ.

გაცნობებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

გამოცდის პირველადი შედეგების ანალიზის მიხედვით, სტატისტიკა იმის მსგავსია, როგორიც წინა წლებში იყო. აზერბაიჯანულენოვანი ტესტი წელს წერა 2138-მა გამოსაცდელმა, მათგან ზღვარი ვერ დაძლია 931-მა აპლიკანტმა. მაშინ, როდესაც ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ყველაზე მაღალი, 75 ქულის, მიღება შეძლო მხოლოდ ერთმა გამოსაცდელმა. საშუალი ქულა გამოვიდა 29,92.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს ყველა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისათვის უზრუნველყო ერთი ტესტის მომზადება და გამოსაცდელებმა ის ერთდროულად წერეს, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფდა თანაბრობის დაცვას. გარდა ამისა, ტესტის თარგმნისას ცენტრს შემუშავებული აქვს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტის დავალებების კონფიდენციალურობას. თარჯიმანი ტესტს თარგმნის მხოლოდ საგამოცდო ცენტრში, ტესტის შემდგენლების თანდასწრებით. მას არ აქვს ტესტის არც ბეჭდური და არც ელექტრონული ვერსია. ზოგადი უნარების ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე და დავალებათა სიმრავლის გამო ტესტის დაზეპირება თარგმნისას ყოვლად შეუძლებელია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ აჰყვეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრავა
"ჰო, 25 ათასამდე მაქვს ჯარიმა+ყადაღა და პატიმრობების რაოდენობას კალკულატორის გარეშე ვერ დავთვლი" - რას წერს ზვიად კუპრავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. „ქონება შემოსავლები გავასაჯაროვოთო და საფიქრალში ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო. 1 წელია ბაჩო თამლიანის მანქანით დავდივარ და ვცხოვრობ დე...

სოცმედია 1664308268

ასტროპროგნოზი
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც განვითარების კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არ არის სამოგზაუროდ წახვიდეთ და ახალ...

ეს საინტერესოა 1664307341

ოკუპაცია
ოკუპანტების მიერ, სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკ...

პოლიტიკა 1664307183

ნანა გეგეჭკორი
დუმილით გაცემული თანხმობისთვის დაიმსახურეს ჯოჯოხეთი... ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს... - ნანა გეგეჭკორის ემოციურ პოსტი

 აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წლები გავიდა და მაინც არ გახუნდა კადრი, ტრაქტორის ძარაზე შემოსმული 95 წლის დიდი ბებიასი, პარკში სახელდახელოდ ჩა...

სოცმედია 1664306912

არჩილ გამზარდია
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ოკუპირებულია 100%-ით“ - რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი, შესაძლოა რამდენიმე ხანში ცუდად შემოგვიტრიალდეს. „ცოტა უტრირებულად გამომდის, მაგრამ შ...

სოცმედია 1664306640

აქცია
პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას,...

პოლიტიკა 1664306166