ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC
განათლება • 1775114528
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
"აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი". - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს "ცნობარს აბიტურიენტებისთვის", რომელიც მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










