„ეს უკვე დანაშაულია... X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 1921 წლის რუსული ოკუპაცია არ არსებობს“ - ეკა შინდაგორიძე ახალ წიგნს აკრიტიკებს

შინდაგორიძე ეკა

„ნიუპოსტის“ დირექტორი ეკა შინდაგორიძე საქართველოს ისტორიის მეათე კლასის ახალ სახელმძღვანელოში პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და 1921 წლის რუსული ოკუპაციის არარსებობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წიგნის შინაარსს მკაცრად აკრიტიკებს.

მისი თქმით, სახელმძღვანელოში ისტორიული მოვლენები ობიექტურად არ არის ასახული და მოზარდებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან.

„ეს უკვე დანაშაულია... X კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც 1921 წლის რუსული ოკუპაცია არ არსებობს... არცერთი სიტყვა...

სადაც უკიდურესად სამარცხვინოა ილიას პოლიტიკური მემკვიდრეობის არაფრისმთქმელი მონაკვეთი...

ნიკო ნიკოლაძე მინიმუმ ცალკე თავად უნდა ასწავლოთ თაობებს, მათ შორის რაფიელ ერისთავი და ბარბარე ჯორჯაძე... ესმა კუნჭულია რომ არა, საერთოდ არ იცოდა უმრავლესობამ და-ძმა ერისთავების უდიდესი ღვაწლი...

სახელმძღვანელო, სადაც სამარცხვინოდ, ზესუბიექტურ ფარგლებშია ეროვნული მოძრაობის აღწერილობა ზედ 1988 წლის ნოემბრის აქციით... რომ აღარაფერი ვთქვათ დისიდენტებისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ დამოკიდებულებაზე... როგორც იტყვიან, „ჩატეხეს“... ყოველგვარი ობიექტური ისტორიის გარეშე...

თქვენ ატყუებთ თაობებს და თქვენ, ისევე როგორც საბჭოთა ეპოქაში, ზუსტად ისე ამახინჯებთ იმას, რასაც ივანე ჯავახიშვილმა „ქართველი ერის ისტორია“ უწოდა!! და არა თქვენი ვნებების და მიხედვით ამორჩეული პერსონების ისტორიას... გნებავთ მეფეების და გნებავთ შემდგომი მოვლენების...

მეოცე საუკუნის ისტორია რუსული ოკუპაციის გარეშე... !!! აი, ამას ასწავლით მეათე კლასის სახელმძღვანელოში!!!“ - წერს ეკა შინდაგორიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325