,,ფილოსოფია და თანამედროვეობა"- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

განათლება 1668684290    30

თსუ

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, ვახტანგ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

 

ვახტანგ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ფილოსოფოსის დარგის განვითარებაში შეტანილ მის წვლილზე გაამახვილა ყურადღება  თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში საუბრობდა ქართველი ფილოსოფოსი ადამიანის ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე, როგორიც არის თავისუფლება. იგი იყო „იდეოლოგიების მკვლევარი“ და მისი მონოგრაფია „ერი და იდეოლოგია“ მეტად აქტუალურია.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ვახტანგ ერქომაიშვილის შემოქმედების მნიშვნელობა და წვლილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

 

,,იუნესკო აღნიშნავს მსოფლიო ფილოსოფიის დღეს. თსუ უკვე 18 წელია აღნიშნავს ამ დღეს. წლევანდელი კონფერენცია ეზღვნება ქართული ფილოსოფიური სკოლის ნათელ წარმომადგენელს ვახტანგ ერქომაიშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქარტული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში,“- აღნიშნა თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.

ორდღიანი კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები საუბრობენ ფილოსოფიის, როგორც დარგის მნიშვნელოვნებასა და მისი განვითარების ისტორიაზე, იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის პოლიტექნიკური  უნივერსიტეტის,  თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფოსებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ იტალიელი, ლატვიელი, ლიეტუველი ფილოსოფოსები. კონფერენციის მეორე დღე მთლიანად სტუდენტების მოხსენებებს დაეთმობა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420