ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში - გიორგი შარვაშიძე
განათლება • 1655487108 241

,,ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში’’ - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის 17 ივნისს შედგა. ფინალური გამოცდების ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. სტუდენტები მოითხოვენ მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ,,უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მიზანია ხელი შეუწყოს ყველა სტუდენტის ჩართულობას საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია არაპანდემიურ ვითარებაში სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და მათთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა. სტუდენტებს, რომლებსაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების ან დედაქალაქში დაყოვნების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისისა და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ”.
როგორც გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას. „ყველა ასეთი მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება’’ - განაცხადა შარვაშიძემ.

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660062691

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს: "უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვან...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660061496

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სოფლის დეპუტატის, მ...
შემთხვევა • 1660061101

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ქართული ოცნება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას არ გამორიცხვას. ხელისუფლებას ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომე...
პოლიტიკა • 1660060815

"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ მასალაზე გამოხმაურებას ითხოვს. განცხადება პროკურატურაში ლევან ბეჟაშვილმა შეიტა...
პოლიტიკა • 1660060307

უკრაინას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი: "დღეს მკვიდრი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660060011