განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
განათლება • 1734772596

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს განათლების ხარისხთან დაკავშირებით და ამტკიცებენ, რომ ქართული დიპლომები ევროპულ სივრცეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.
"შეფასების კომიტეტმა და ENQAR-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში, დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეფასებულიყო როგორც სტანდარტებთან შესაბამისობაში არმყოფი. ENQAR-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები.
ვგეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20-დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენ საჩივარს," - განაცხადა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752731329

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...
პოლიტიკა • 1752731154

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572