განათლება • 1635411473 75
,,ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას"- ასე ეხმაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 119-ე სკოლაში განვითარებულ პროცესებს.
სამინისტრო საკუთარ განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს მასწავლებლების მიერ პროტესტის გამოხატვას და აცხადებს, რომ სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.
მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.
სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.
ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 119-ე სააჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, ის მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთა...
მსოფლიო • 1701862316
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერ...
კრიმინალი • 1701860914
პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარ...
კრიმინალი • 1701860730
გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდ...
საზოგადოება • 1701860617
ბათუმში, გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დ...
კრიმინალი • 1701860083
ზუგდიდის, ჭიათურისა და ბათუმის საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმ...
პოლიტიკა • 1701860017
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი