"გერმანიის განათლების სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინიტროსთან, სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება" - საელჩო

გერმანია

გერმანიის განათლების სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ამავდროულად საქართველოსა და გერმანიას შორის სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება - ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში  თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც  გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.

BMBF-ი რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება." - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბაშვო ველოდისიპედები - საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის
საბავშვო ველოსიპედები – საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის

რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781262175

ორთოპედიული პროდუქტები
ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...

ჯანმრთელობა 1781261876

ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494