„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

თსუ

თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რადიკალურ ცვლილებებზე, გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს ადგილსა და როლზე, აგრეთვე, ეკონომიკური პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებზე მიმდინარობდა საუბარი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ეკონომიკის ფაკულტეტის 100 წლისთავი მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. “თანამედროვე ეპოქაში უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასთან ერთად, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს,” - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა აქტიურად სწავლობს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს. „დღევანდელი კონფერენცია დასტურია იმის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა აქტიურად ცდილობს შეისწავლოს ის სირთულეები და საერთაშორისო გამოწვევები, რაც ქართული ეკონომიკის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ კონფერენცია საერთაშორისოა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ესწრებიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტების ნაშრომები ცალკეული მკვლევრის არამხოლოდ თეორიული ინტერესის სფეროს, არამედ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული ასპექტების ანალიზს წარმოადგენს.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის თქმით, კონფერენციაზე აქცენტი კეთდება იმ თემებზე, რაც წელს მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია. „როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის ახალ ეტაპზე, როგორია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების რეგიონული კონტექსტი  ჩვენთვის - ძირითადად ამ მიმართულებებზეა ორიენტირებული კონფერენცია. მსოფლიო ეკონომიკის სიახლეებს შეეხება მოხსენებების უმრავლესობა, აგრეთვე იმას, თუ როგორ უნდა მოემზადოს და შეხვდეს ამ სიახლეებს საქართველო,“ - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

ორდღიან კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების 80-მდე სამეცნიერო სტატიაა წარმოდგინილი და 14 სექცია მუშაობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800