ინოვაციური ტრენინგი გიდებისთვის
განათლება • 1648468032 19

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინოვაციური ტრენინგ-მოდულის განხორციელებას იწყებს, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდების უფასოდ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს. ტრენინგებზე რეგისტრაცია 25 მარტიდან 4 აპრილამდე გაგრძელდება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში 100 გიდი გადამზადდება. 16-კვირიანი სასწავლო კურსი ორ ნაკადად ჩატარდება და დასაქმებული აპლიკანტებისთვის მისაღებ გრაფიკზე იქნება მორგებული.
პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკულ ტრენინგების ასპექტებს. კურსი იქნება ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითად ელემენტის პერსონალური სასწავლო მიდგომების, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული გამოყენების, საგანმანათლებლო რესურსების, მოქნილი სწავლებისა და სხვა ინოვაციური სწავლის მეთოდების ერთობლიობა. მისი გავლის შემდეგ, გიდებს შეეძლებათ ტურისტებს მიაწოდონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიული-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ, საინტერესოდ და ფაქტების დამახინჯების გარეშე წარმოაჩინონ ქვეყანა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგზარდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და
მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამას, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...
მსოფლიო • 1657087097

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...
კრიმინალი • 1657086967

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...
სოცმედია • 1657086862

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...
Covid 19 • 1657086619