განათლება • 1695912444 33
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნის წინ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანელ ერთან. ის ვიზიტები, რომლებიც ჩემი რექტორობის პერიოდში განხორციელდა მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები და თქვენი ვიზიტით კიდევ უფრო ვაფართოებთ ამ ძალიან მეგობრულ წრეს“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
რექტორმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა რელიგიური ტოლერანტობისა და კავკასიის ერთიანობის საკითხებს. „ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ტოლერანტობა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და თბილისის სავიზიტო ბარათი. დღესაც, საქართველოში ასობით მეჩეთია იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები სახლობენ და ასევე, არის ქართული ეკლესიები საინგილოს ტერიტორიაზე, სადაც ქართველები სახლობენ. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად უნდა განმტკიცდეს და ერთიან კავკასიაზე ვიფიქროთ. ერთიანი კავკასია არის უდიდესი ძალა მსოფლიო პოლიტიკაში. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად შევქმნათ ძალიან დიდი კულტურა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. „თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ეხება კავკასიის ისტორიას, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიის მომავლისთვის. ჩვენ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა არის უდიდესი ღირებულება და იმედია, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა მუბარიზ გურბანლიმ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის, წმინდა ნინოს ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის წარმომადგენლები.
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება