ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა
განათლება • 1731394816

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა და საუნივერსიტეტო საჩუქრები გადასცა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული 39 პროექტიდან 17 პროექტი თსუ დოქტორანტებს ეკუთვნით.
შეხვედრაზე გამარჯვებულმა დოქტორანტებმა საკუთარი საგრანტო პროექტების მიზნებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვება ერთ-ერთი პირველი წარმატებაა იმ ახალგაზრდების, რომლებმაც დიდი მეცნიერება უნდა შექმნან. „ხვალ ეს ადამიანები იმუშავებენ დიდ პროექტებზე, ფუნდამენტურ თუ გამოყენებით კვლევებზე. ყველა საგრანტო პროექტს გავეცანი და ძალიან საინტერესო თემებია. თსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გამოცხადდება ასისტენტის პოზიცია, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ეს პროექტი დაგეხმარებათ მომავალში სამეცნიერო კიბეზე ზემოთ აიწიოთ. მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში. ნებისმიერ თქვენგანს სიამოვნებით ვიხილავ აუდიტორიაში ლექციების წასაკითხად“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ დოქტორანტებთან შეხვედრაზე.
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები წარდგენილი იყო ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001