ჯაბა სამუშია ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა
განათლება • 1731047701

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში თსუ-ის სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა, FabLab-სა და დრონების ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობას გაეცნო და ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი კვლევის „ოპტიკური სპექტროსკოპიის სამედიცინო და ეკოლოგიური გამოყენება“ პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიის ბაზაზე აწარმოებენ.
„ჩვენი სტარტაპ იდეა მოიცავს კვლევას, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოპტიკური სპექტროსკოპიის გამოყენებით. ზოგადად, ოპტიკური სპექტროსკოპია აქტიურად გამოიყენება სამედიცინო სფეროში, თუმცა, ჩვენს მიერ შემუშავებულ ოპტიკური მხარ-გოჯის ინდექსს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. მეთოდი არის სწრაფი და არაინვაზიური. ამ მეთოდის გამოყენება ასევე შესაძლებელია ეკოლოგიაში და სხვა მრავალ სფეროში“,-აღნიშნა თსუ სტუდენტმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლუკა წულუკიძემ.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიას ახალი კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევაში ჩართვა და მათი წახალისება. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ინოვაციურ სამეცნიერო იდეებს და ხელი შევუწყოთ მათ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ინოვაციური იდეების ავტორები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, თითოეულ მეცნიერს მისცეს შესაძლებლობა, განივითაროს საჭირო სამეწარმეო და სტარტაპ უნარები. ცენტრი ზრუნავს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, როგორებიცაა: ცოდნის გადაცემა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით, ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, კონსულტაციის გაწევა იდეის ავტორებისთვის, იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, მეცნიერებისა, თუ მკვლევრებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კომერციალიზაციაში მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ამ კუთხით, იდეის ავტორებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001