ჯაბა სამუშია პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა

თსუ-სწავლის დაწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი, 2024 -2025 სასწავლო წელი დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბაკალავრიატის საფეხურზე  ჩარიცხულ 6200-მდე პირველსემესტრელ სტუდენტთან შეხვედრები გამართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

პირველსემესტრელებთან შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს  საუნივერსიტეტო პროექტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.

 

„მინდა ყველა სტუდენტს მივულოცო სწავლის დაწყება. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავინდებურად ლიდერია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, წელს 6 200 პირველსემესტრელი მივიღეთ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ახალგაზრდებს შესთავაზებს იმ თანამედროვე სწავლის ფორმატსა და სერვისებს, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშია. უნივერსიტეტის თითოეული პროფესორ-მასწავლებელი მოწოდებულია, რომ ჩვენს სტუდენტებს თანამედროვე ევროპული განათლება მისცეს. უნივერსიტეტში ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, იგეგმება ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, ახალი სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა, ახალი სამეცნიერო პროექტების განხორციელება და იმედია, ის პირველკურსელები, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში, აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტებში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელ სტუდენტებს სიგელები გადასცა.

 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო 6-წლიანი  ავტორიზაცია მიენიჭა.  ეს გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.

 

სამივე საფეხურის 26 ათასამდე სტუდენტსა და 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მე-3 სასწავლო კორპუსის შიდა ეზოში მოეწყო სოციალური სივრცე; შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა მე-5 კორპუსში; მე-10 (მაღლივ) კორპუსში მიმდინარეობს ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია; თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში მოწესრიგდება გათბობის ცენტრალური სისტემა; თსუ პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებს განახლებული კვების ობიექტი - თსუ კაფეტერია დახვდებათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666