ჯაბა სამუშია ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამის „1+4“ სტუდენტებს შეხვდა

თსუ - 1+4

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამის „1+4“ სტუდენტებს შეხვდა და სწავლის დაწყება მიულოცა. წელს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 500-დე სტუდენტი ისწავლის.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საქართველოში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენის გაღრმავებულ სწავლებას და თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი პროექტია. „თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ძალიან დიდია ამ პროგრამის  პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. თსუ რექტორმა ისაუბრა  ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც 1+4“ პროგრამის სტუდენტებისთვის იქნება გათვალისწინებული. „მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძლონ ენის ათვისება. გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი კლასი გავაძლიეროთ კომპიუტერებით, რადგან თანამედროვე მატერიალური ბაზა ხელს შეუწყობს სწრაფად მოხდეს ენობრივი ბარიერების დაძლევა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ რექტორმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცაპროგრამაზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან სტუდენტებს.

„1+4“ პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა გიული შაბაშვილმა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

„ქართული ენის ცოდნას გაღრმავება სჭირდება. ამ პროგრამის საფუძველზე, სახელმწიფო ენას კარგად დაეუფლებით ერთი წლის განმავლობაში. ვინც კარგად იმუშავებს საკუთარ თავზე და დაძლევს პროგრამას, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ბაკალავრიატის საფეხურზე. ამ პროგრამის ბევრი წარმატებული ახალგაზრდა კურსდამთავრებული გვყავს უკვე, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რა კარგი შედეგი მოგვცა ეროვნული თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეულმა პროგრამამ“,- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ. 

 

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. „1+4“ პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

 

ქართული ენის შესწავლის გარდა, საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტები „1+4“ პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში, ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642