განათლება • 1700133172 24
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია 105’’ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის ბიუსტი გაიხსნა.
კონფერენციას, რომელიც სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დემურ ჯალაღონია, პროფესორები, სტუდენტები, შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ შალვა ნუცუბიძისა და სხვა ქართველი ფილოსოფოსების ღვაწლზე ისაუბრა, რომლებმაც მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნით, ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას უნივერსიტეტი. შალვა ნუცუბიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ასევე, ჩვენი ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. მისი სახელი ცნობილია მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. რექტორის თქმით, შალვა ნუცუბიძის 1926 წელს გამოცემული ნაშრომი გერმანიაში რამდენიმე თვის წინ ხელახლა დაიბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაშრომები დღესავ აქტუალურია და ერთი საუკუნის შემდეგაც ევროპული ფილოსოფიური სკოლები იყენებენ მას.
შალვა ნუცუბიძის შვილმა თამარ ნუცუბიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას შალვა ნუცუბიძის და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ დაფასებისთვის.
ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”.
ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში; ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკისა და ზნეობის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის და სხვ. მიმართულებით; საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება; პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი