ჯაბა სამუშიამ გერმანულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

განათლება 1700200701    34

თსუ- მემორანდუმი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და გერმანულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის შპს „დოიჩეს დიაგნოსტიკუმის“ დირექტორმა გიორგი გრიგოლიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა  ყურადღება გაამახვილა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პრაქტიკულ-კლინიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანასა და სალექციო-თეორიულ ნაწილში დარგის აღიარებული სპეციალისტების ჩართვაზე.

 

გერმანულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. გიორგი გრიგოლიამ ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და, შესაბამისად, საქართველოში ციფრული მედიცინის, მათ შორის, ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის, ტელემორფოლოგიის და რობოტული მედიცინის განვითარების საჭიროებაზე.

 

მემორანდუმის მიზანია საქართველოში მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევის - ციფრული მედიცინის, განვითარების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. ეს გულისხმობს დასავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის უპირველეს ყოვლისა გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკებთან და წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებთან მჭიდრო პრაქტიკულ- სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, მხარეთა მიზანს წარმოადგენს უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების და მკვლევარ-მეცნიერების საქართველოს საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესებში ინტენსიური ჩართვის ხელშეწყობა, ასევე უცხოელ სპეციალისტებთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507

კაბუ.jpg
„მიყვარხართ“ - კაბუ მიმართვას ავრცელებს

საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...

სოცმედია 1701347829

ეკა წამალაშვილი
“სააკაშვილმა იცით როდის “გადამიბირა”? – ეკა წამალაშვილი  

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...

სოცმედია 1701347699