ჯაბა სამუშიამ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს საუნივერსიტეტო მედლები გადასცა

თსუ - ღვაწლმოსილები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან ერთად უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები მედლით დააჯილდოვა, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, რომელმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაციაც მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთაც მრავალწლიანი საქმიანობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის განვითარებასა და მისი ახალი ისტორიის შექმნაში. „გვინდა ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები დავაჯილდოვოთ და ქედი მოვიხაროთ მათი შრომის წინაშე. ისინი კვლავინდებურად იქნებიან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია. უნივერსიტეელობა არის ის ტვირთიც და ჯილდოც, რომელსაც ვერავინ ჩამოგვართმევს. თიოთოეული თქვენგანის მიმართ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას. სწორედ თქვენ ხართ იმ ლამაზი გარემოს შემქმნელები, სადაც სტუდენტებს უხარიათ ყოფნა და ამისთვის დიდი მადლობა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„თქვენი რჩევა-დარიგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ათეულობით წელი მოღვაწეობდით უნივერსიტეტის განვითარებისთვის, უამრავი ახალგაზრდა აღზარდეთ უნივერსიტეტში. ეს ჯილდო, რომელიც უნივერსიტეტმა გაიღო, არის მინიმალური, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა თქვენი ღვაწლის დაფასებისთვის“, - აღნიშნა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

პროგრამის ფარგლებში,  საპენსიო ასაკს მიღწეულმა უნივერსიტეტის პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიდან 10 წლამდე სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 5 თვის ჯამური ხელფასი მიიღო. ხოლო იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 7 თვის ჯამური ხელფასი მიიღო; იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 20 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 8 თვის ჯამური ხელფასი მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 1742788485

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 1742787568

სტადიონზე შევარდნა
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ

ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ  

საზოგადოება 1742786788

ბექა კობახიძე
„იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მისცა... ქოცობა არის მდუღარე ნეხვი. ახლა არ დამიწყოთ რა შუაშია ქოცობაო. თავშია“ - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...

სოცმედია 1742786496

ვიკა ბუკია
„ქოცობა კიბოა“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...

სოცმედია 1742786333

ხაბეიშვილი ლევანა
„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...

პოლიტიკა 1742786252