ჯაბა სამუშიამ კადისის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თსუ-კადისი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტში ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრები დაარსდება. ამის შესახებ თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.  შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად,  თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტში დაარსდება ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრი. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას  მისცემს დეტალურად შეისწავლონ უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი მიმართულებები და იმუშაონ საერთო პროექტებზე.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანური და ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებას, პოპულარიზაციას პარტნიორ უნივერსიტეტებში. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმები ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ქართულ-ესპანური სამეცნიერო ხიდის დაარსებით, საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებით, რომლითაც უფრო დავაახლოებთ ქართველ და ესპანელ მეცნიერებს“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის. „ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა ამ თანამშრომლობისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის. გვსურს თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის საერთო პროექტების განხორციელების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარების მიმართულებით“, - განაცხადა  რაფაელ ხიმენეს კასტანედამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნება რუსული კანონი
„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა - რუსული კანონი მიღებულია

„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა - რუსული კანონი მიღებულია. კენჭისყრის დროს საპარლამენტო ოპოზიცია სასესიო დარბაზში არ იმყოფებოდა.

პოლიტიკა 1716908334

ოპოზიცია
საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და პარლამენტთან აქციას შეუერთდება

საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.   თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციონერები ჩავლენ აქციაზე და შეუერთდებიან პროტესტს. სხდომათა დარბაზში რჩებ...

პოლიტიკა 1716907887

ხერხეულიძე
"ამით ის გოიმი კაციც კაიფობს; რამდენად ველურადაც მოიქცევით, მით უფრო წინ გადაინაცვლებთ სიაში" - ეკა ხერხეულიძე ზავრადაშვილზე

 ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ცხენებით დარბიხართ რუსთაველზე, წყლის შესხმა არ მიკვირს - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას და რამდენიმე წუთის წი...

პოლიტიკა 1716907306

წყლის შესხმა ირმა ზავარდაშვილი
ვიდეო - ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში.   

პოლიტიკა 1716906156

პაპუასვილის მანქანა
პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა მანქანით დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანო იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე დასკვნით ეტაპზე მიდის სასესიო სხდომა. რამდენიმე წუთში რუსულ კანონზ...

პოლიტიკა 1716905967

ვერე ცხაურები
ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება. ცხაურების გ...

საზოგადოება 1716904581