ჯაბა სამუშიამ პოლონურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
განათლება • 1720624653

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის (პოლონეთი) რექტორთან ზბიგნევ ოსადოვსკისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური მხარდაჭერით, სლუპსკის უნივერსიტეტში დავების გადაწყვეტის ცენტრს დააარსებენ. ცენტრი ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებას, ასევე, იზრუნებს აკადემიური და დავის გადაწყვეტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების განვითარებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. „მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სტუდენტთა სტაჟირებას; პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს; ერთობლივად ვიმუშავებთ დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შედგენასა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებაზე“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობაა და ამ თანამშრომლობის შედეგია ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციების ჩატარება, ერთობლივი ჟურნალის გამოცემა, ახლა კი - დავის გადაწყვეტის ცენტრის დაარსება“- განაცხადა სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური/ინსტიტუციური რესურსებით ხელს შეუწყობენ სტუდენტთა სტაჟირებას და პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს, გააერთიანებენ ძალისხმევას დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შემუშავებისა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებისთვის.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593